ვიქტორ დოლიძემ, შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2015 17:54

ვიქტორ დოლიძემ, შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ გუშინ ვენაში სამუშაო ვიზიტი თანაგუნდელის, ზურაბ აბაშიძის სოლიდარობის ნიშნად შეწყვიტა.

მის მიერ ვენაში, სადაც ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ღებულობდა მონაწილეობას, სამუშაო ვიზიტის შეწყვეტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. თუმცა, მიზეზი მის თბილისში დაბრუნებამდე არ გაცხადებულა.

თბილისში დაბრუნებულმა კი განაცხადა, რომ ეს ნაბიჟი ზურაბ აბაშიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გადადგა, რომელსაც გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ვიცესპიკერობა ჩამოართვა.

დოლიძის განცხადებით, დღეს “თავისუფალი დემოკრატები” შეხვედრას გამართავენ და მიმდინარე პროცესებზე გადაწყეტილებას მიიღებენ.

ვიქტორ დოლიძე არ გამორიცხავს, რომ თანაგუნდელებთან კონსულტაციის შემდეგ მან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

“ზურა აბაშიძის გამო ვიზიტი შეწყდა და მე ვფიქრობ, რომ უნდა განვიხილოთ ფრაქციის წევრებთან თემა, რომელიც მას უკავშირდება. მე არ მქონდა იმის ადამიანური უფლება, რომ ვყოფილიყავი ვენაში. ზურა აბაშიძე ვიცესპიკერი აღარ იყოს და ამ პოლიტიკურ კონიუნქტურაში იქ დავრჩენილიყავი, მე ჩემს თავს ამის უფლებას არ მივცემდი,” – განაცხადა დოლიძემ.

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2015 17:54

Google სტატისტიკა


3,979
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics