ვიქტორია ნულანდი მოსკოვში ჩავიდა

news
ავტ.: news მაისი 17, 2015 16:50

ვიქტორია ნულანდი მოსკოვში ჩავიდა

მნიშვნელოვანი

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. "ტასის" ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 18 მაისიდან დაიწყება.

სხვა სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. “ტასის” ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 18 მაისიდან დაიწყება.
ჯონ ქერის თანაშემწე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მინსკის შეთანხმებაზე, უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე იმსჯელებს.
მანამდე რუსეთში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი იმყოფებოდა, რომელიც 12 მაისს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.
ვიქტორია ნულანდი მოსკოვში კიევიდან ჩავიდა.

news
ავტ.: news მაისი 17, 2015 16:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics