„ვისურვებ, რომ არცერთ ხელისუფლებას არ მოუწიოს ძალის გამოყენება“

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 15:11

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე პარლამენტის ტრიბუნიდან მიულოცა.

დეპუტატის თქმით, იმის მაგივრად, რომ პარლამენტში საუბარი იყოს თუ რა სასიკეთოს პროექტებზე გამოიყო თანხა, ამის ნაცვლად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა ისმის. გიგი წერეთელმა 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

„ვისურვებ, რომ საქართველოში არასდროს არავის არ ქონდეს სურვილი, მტრის წისქვილზე წყალი დაასხას, ჩაშალოს 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და არცერთ ხელისუფლებას არ მოუწიოს შემდეგ ძალიას გამოყენება. ჩვენ ვხედავთ სურვილს, რომ გაღვივებული იყოს დაპირისპირება და ამ დარბაზში სამწუხაროდ ეს განცხადებებია. იმის მაგივრად, რომ ვისმენდეთ თუ რა სასიკეთო პროქტებისთვის გამოიყო თანხა, ჩვენ ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვას, რითაც არაფერი არ იცვლება“, – განაცხადა წერეთელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

news
ავტ.: news მაისი 27, 2015 15:11