ვინ შეცვლის ალექსანდრე ჭიკაიძეს?

news
: news იანვარი 24, 2015 14:26

ვინ შეცვლის ალექსანდრე ჭიკაიძეს?

მნიშვნელოვანი

  • ყველაზე რეალურ კანდიდატად კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვახტანგ გომელაურს განიხიალვენ, რომელიც ამჯერად უკვე ასრულებს მინისტრის მოვალეობას.

სხვა სტატიები

ალექსანდრე ჭიკაიძის შემცველელზე მხოლოდ კულუარული ინფორმაციები ვრცელდება. ოფიციალურად მის შემცველელზე ჯერ განცხადებები არ კეთდება.

კულუარებში რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელდა, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სასჯელაღსრულების მინისტრები არიან. ასევე სახელდება ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელიც ამჟამად სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელია.

ყველაზე რეალურ კანდიდატად კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვახტანგ გომელაურს განიხიალვენ, რომელიც ამჯერად უკვე ასრულებს მინისტრის მოვალეობას.

დეპუტატები ძირითადად ჭიკაიძის საქმიანობას აფასებენ. უმრავლესობის წევრები ჭიკაიძის მიერ  დამნაშავეების მფარველობის შესახებ გავრცელებულ ინმფორმაციას უარყოფენ.

“მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჭიკაიძე სპეციალურად მფარველობდა იმათ, ვინც დანაშაულებში იყო ეჭვმიტანილი. მაგრამ, ამავე დროს, არ გამოვრიცხავ, რომ, როგორც პროკურატურაში, ისევე შსს-ში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაიმე დაინტერესება, რომ ბევრი გახმაურებული საქმები არ გაიხსნას,” – აცხადებს გუგული მაღრაძე.

ოპოზიციაში კი ჭიკაიძის გადადგომას მისი პასუხისმგებლობიდან გაქცევად აფასებენ და პრობლემად ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველობას ასახელებენ.

“პრობლემა არის სისტემაში, ჭიკაიძე იქნება მინისტრი თუ ბადაშვილი მთავარი პროკურორი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ერთი კაცი კულისებს მიღმა მართვას ქვეყანას. ეს არის პრობლემა და ეს უნდა შეიცვალოს,” – აცხადებს “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე.

 

news
: news იანვარი 24, 2015 14:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics