ვინ კურირებდა ქუთაისის ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმას

newsnews
ავტ.: newsnews ოქტომბერი 19, 2015 23:23

ვინ კურირებდა ქუთაისის ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმას

ვინ კურირებდა ქუთაისის ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმასვინ კურირებდა ქუთაისის ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმას, რატომ იმყოფებოდნენ ქუთაისის მერიის თანამშრომლები სამუშო საათებში გარეთ და რატომ ახდენდნენ პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას, კადრები ,რომელიც ,,ქუთაისი თუდეიმ ” მოიპოვა კარგად ჩანს ქუთაისის მერის რუპორად წოდებული ააიპ ქუთაისის მადლიერების სახლის უფროსი სპეციალისტი ფიქრია სანიკიძე, აქციაზე შეხლა– შემოხლით იყო დაკავებული სანიკიძის შვილი გაბრიელ ფოლკენშტერნი.

ეროვნული ფორუმის აქტივს ქუთაისის ოპერასთან მობილიზებას უწევდა ქუთაისის საკრებულოს წევრი ეროვნული,,ფორუმიდან” გელა გაბადაძე და ქუთაისის საკრებულოს წევრი კახაბერ დვალიშვილი.ეროვნული ფორუმის აქტივი და გუბაზ სანიკიძის ყოფილი დაცვის ბიჭები დათო ქომეთიანი,გიორგი სვანიძე, გაგა ამბროლაძე ამაგრებდნენ, ქუთაისელ მეოცნებეებს არც ვანი ჩამორჩა და აქციის დროს თავისი 5 კაციანი აქტივი მოაშველა, ვანელ ოცნებისტებს ვანის რწმუნებული ლადო ხელაძე ხელმძღვანელობდა

ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, რომელიც ამავე დროს ქუთაისის ,,ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, იქვე ,შორიახლოს ,გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მანქანიდან ადევნებდა თვალს მუშთიკრივს. ეს ის ჭიღვარიაა, რომლის ოჯახის წევრებიც თავის დროზე უნივერსიტეტში ლექტორ– მასწავლებლებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისთვის რომ მოუწოდებდნენ და რომლის ცოლი,თამთა ფოფხაძე ,თავის დროზე იმერეთის ყოფილმა გუბენატორმა ლაშა მაქაცარიამ დაასაქმა იმერეთის გუბერნიაში ,საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოსტზე, რომელსაც დღემდე იკავებს. ფოტოებში კარგად ჩანს მასალაში ნახსენები თითოეული პიროვნება.

წყარო: “ქუთაისითუდეი”

 

 

newsnews
ავტ.: newsnews ოქტომბერი 19, 2015 23:23