ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2015 00:34

ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?

ვინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” წინ, “მთავრობაში მოკალათებულმა ბანდიტებმა” მისი აფეთქება დაგეგმეს.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემა “არჩევანისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მაშინ ის ღმერთმა გადაარჩინა.
“ფუნდამენტურად მორწმუნე ადამიანი ვარ. მჯერა, რომ ბევრჯერ ღმერთმა გადაგვარჩინა, მე გადამარჩინა. 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” წინ, როდესაც მიხვდნენ, რომ საფრთხეს წარმოვადგენდი, თბილისში, მთავრობაში მოკალათებულმა ბანდიტებმა, რომელთა სახელებიც ვიცი, ჩემს ასაფეთქებლად ე.წ. პარტიზანები გამოუშვეს. მივდიოდით ზუგდიდში მიტინგზე. მოხდა რომ, მარშუტი ბოლო წუთში ავუქციეთ – ზესტაფონში თუ სამტრედიაში შიმშილობა იყო გამოცხადებული და საქმის მოსაგვარებლად იქ წავედით. ამათ გზა აებნათ. როცა დაინახეს, რომ სხვა მარშუტით ვიყავით, იქეთ გამოიქცნენ. სენაკთან გადაყირავებული “ნივა” დავინახეთ, სადაც ყუმბარმტყორცნი და დაღუპული ადამიანები ეგდო. თავიდან ვერ მივხვდით რა იყო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ჩემს მოსაკლავად, ასაფეთქებლად გამოგზავნილი ჯგუფი, რომელთაც ბოლო წუთში ასეთი რამ მოუვიდათ. ეს წმინდა მიხეილის დღეს მოხდა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2015 00:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics