ვინ არის სააკაშვილის ახალი მოადგილე მარია გაიდარი…? (+ფოტო)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 17, 2015 16:34

ვინ არის სააკაშვილის ახალი მოადგილე მარია გაიდარი…? (+ფოტო)

მნიშვნელოვანი

  • უკრაინული მედიიით გავრცელებული ინფორმაციით, სულ ახლახანს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილედ, ვიცეგუბერნატორად რუსეთის მოქალაქე და ოპოზიციონერი ჟურნალისტი მარია გაიდარი წარადგინა...

სხვა სტატიები

saaka-gaidarუკრაინული მედიიით გავრცელებული ინფორმაციით, სულ ახლახანს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილედ,  ვიცეგუბერნატორად რუსეთის მოქალაქე და ოპოზიციონერი ჟურნალისტი მარია გაიდარი წარადგინა… სააკაშვილის განცხადებით, გაიდარი სოციალური სფეროთი იქნება დაკავებული ოდესის ოლქში. გაიდარის ოფიციალურ დანიშვნას კი პოროშენკოს ხელმოწერა ჭირდება, რომელსაც უახლოეს ხანში ელოდებიან.

,,ოდესას უყურებს მთელი ევროპა, მთელი რუსეთი და მთელი უკრაინა. ოდესი წარმატებული ცვლილებები მთელს მსოფლიოზე იმოქმედებს.. მე მინდა უკრაინელებმა იცოდნენ, რომ რუსი ხალხი მარტო რუსეთის ხელისუფლება არაა და იქ არიან ადამიანები, რომლებიც იმედით უყურებენ უკრაინას,, განაცხადა მარია გაიდარმა წარდგენის ცერემონიაზე

gaidar-maria33 წლის მაშა გაიდარი, რომელიც 2008 წლიდან განქორწინებულია, არ ყავს შვილები და ცხოვრობს მარტო, ცნობილია როგორც ,,ეხო მოსკვის,, ჟურნალისტი და ოპოზიციონერი საზოგადო მოღვაწე… ის რუსეთის ოპოზიციური პარტიის ყოფილი წევრი და ახალგაზრდული პროგრამების მხარდამჭერი ფონდის პრეზიდენტიც იყო რუსეთში 2008 წლამდე…  2009-2011 წლებში კი, კიროვის ოლქის გუბერნატორის თანაშემწედ მუშაობდა. მარია გარდა იმისა, რომ ოპოზიციონერი ჟურნალისტია, ის ბოლო წლებში აქტიურად მონაწილეობდა ანტიპუტინურ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რის გამოც ხელისუფლების მხრიდან შევიწროება არაერთხელ განუცდია, რაც მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის სამქეებში გამოიხატებოდა.

egor-masha_gaidarმარია გაიდარი აწ გარდაცვლილი რუსი რეფორმატორის, ელცინის მთავრობის ეკონომიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის ეგორ გაიდარის შვილია… მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როცა მაშა 3 წლის იყოდა ის დედასთან ირინა სმირნოვასთან დარჩა, რომელიც პროფესიით ექიმია და ცოტახანში მამინაცვალთან ერთად ბოლივიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც 5 ცხოვრობდნენ… 8 წლის ასაკიდან მაშა დედის გვარზე გადაივიდა და  გავრცელებული ინფორმაციით, მან მამის გვარი მხოლოდ 2004 წელს აღიდგინა.  ამას გარდა მარია დიდი რუსი მწერლების ოჯახიდანაა… მამის მხრიდან ბაბუა საბჭოთა მწერალი და ჟურნალისტი თიმურ გაიდარი იყო, ხოლო მამის ბაბუები ცნობილი რუსი მწერლები არკადი გაიდარი და პავლე ბაჟოვი იყვნენ.

www.timer.ge

gaidar-2gaidar-7sud-gaidarinterviu-women_gaidar

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 17, 2015 16:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics