ვინ აკეთებს უკრაინულ ,,ვიკილიკსს,,? (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 1, 2015 02:14

ვინ აკეთებს უკრაინულ ,,ვიკილიკსს,,? (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • ქართულ მედიასივრცეში ბოლო დროს გამოქვეყნებულ სკანდალური ფარული ჩანაწერების გამავრცელებელ უკრაინულ ,,ვიკილიკსს,, იატაკქვეშეთიდან უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, 1981 წელს დაბადებული, ლვოველი სერგეი კირნიკი ხელმძღვანელობს...

სხვა სტატიები

როგორც სოციალურ ქსელ youtube-დან ცნობილი ხდება, ქართულ მედიასივრცეში ბოლო დროს გამოქვეყნებულ სკანდალური ფარული ჩანაწერების გამავრცელებელ უკრაინულ ,,ვიკილიკსს,, იატაკქვეშეთიდან უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, 1981 წელს დაბადებული, ლვოველი სერგეი კირნიკი ხელმძღვანელობს…

youtube-ში, нформаційний портал СЛОВО-ს სახელწოდების არხზე გავრცელებულ ვიდეოებში კირნიკი აცხადებს, რომ ის პოროშენკოს აპარატთან მიმაგრებული უშიშროების თანამშრომელი იყო… თუმცა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა რომ ,,არა პოლიტიკოსების, არამედ ხახლის სამსახურში მყოფი პატრიოტი გამხდარიყო… და უკრაინის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება გამოეშკარავებინა,,

,,პოროშენკო, სააკაშვილი, იაცენიუკი და სხვა მსახურები ამერიკისა და რუსეთის, დასჯილი იქნებიან,, აცხადებს ყოფილი უშიშროების თანამშრომელი კირნიკი… თუმცა მის საიტზე wikileaks.center-ში  კომპრომატები მხოლოდ  სააკაშვილის თემაზე დევს…

აღსანიშნავია, რომ კირნიკი, youtube-ში მიმდინარე წლის 12 მაისს განთავსებულ ერთ-ერთ ვიდეოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ფარულ მოლაპარაკების გამოაშკარავებაზეც საუბრობს…

უკრაინულ მედიაში კირნიკის უკან მდგომად ხან რუსულ სპეცსამსახურებს ასახელებენ, ხან კი პოროშენკოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ოლიგარქებს, თუმცა ამ დრომდე, ამ თემასთან დაკავშირებით ზუსტი და დამაჯერებელი პასუხი თავად უკრაინაშიც არააქვთ.

www.timer.ge

/იხილეთ 3 ვიდეო/



ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 1, 2015 02:14

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics