,,ვიმედოვნებ, რომ მიშკას ყველაფერი მოეკითხება -ჰავ. ჰავ”

ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რობერტ სტურუამ ის მას შემდეგ აითვალისწუნა, რაც მისმა მთავრობის წევრებმა რეჟისორის მარიხუანას გამო დაჭერილი ახლობელის გამოშვებაზე უარი თქვეს, სოციალურ ქსელში თავად რობერტ სტურუა გამოეხმაურა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რობერტ სტურუა ჟურნალისტს რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა „ცნობილ ჟურნალისტ ქალად“ მოიხსენიებს, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ცნობილმა რუსმა მწერალმა და ჟურნალისტმა დმიტრი ბიკოვმა ჩაწერა. სტურუა მიხეილ სააკაშვილს რუსულად დაწერილი სტატუსით მიმართავს.
„ოდესის მთავარს, ამხანაგ მიშკამიშკასადააშენიღიმილას.

როგორც ყოველთვის ამ უცნაურმა, საბჭოთა მორალში შერეულ მთრთოლვარე სინდისის და გარდატეხის ასაკის მოზარდის უჩვეულო ფანტაზიების მქონე პირმა, პროვინციული დიქტატორუკებისადმი ჩემი შეუწყნარებლობით დაბნეულმა, ცნობილ ჟურნალისტს აუხსნა ჩემი ზიზღის მიზეზი, თურმე მე მივედი რა მის კაბინეტში (?!) ვთხოვე, რომ გაეთავისუფლებინა ჩემი ნათესავი-მკვლელი (ახლა , ირკვევა რომ ნარკომანი), რომელზეც კატეგორიული პასუხი მივიღე „არა, ახლა საბჭოთა დრო არაა! უმჯობესია თქვენი თეატრის საქმეებით დაკავდეთ“

მოტყუებულმა პროგრესულმა ჟურნალისტმა დაბეჭდა ეს ინტერვიუ, ისე რომ ვერც წარმოედგინა, როგორ უნამუსოდ შეუძლიათ მოიტყუონ „ პრეზიდენტ-რეფორმატორებმნა“. არ ვაპირებ ვუპასუხო ამ ცრუ ბრალდებებს. ვიმედოვნებ, რომ მიშკას ყველაფერი მოეკითხება: კორუფციაც, ბოროტმოქმედებაც და დოლარებით გამოკვებილი მსოფლიო ჩინოვნიკებიც ვეღარ დაეხმარებიან. კმარა გასულელება.

ჰავ. ჰავ“- წერს რობერტ სტურუა.