ვიდეო–კლიჩკო კიევში ფანტანზე გაგრილდა

ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დღეს, 30 აგვისტოს ფოსტის მოედანი მოინახულა და მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში ახალი დასასვენებელი ზონის გახსნა მიულოცა.

კლიჩკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფეხით მოსიარულეთა ზონაში ამუშავდება კაფეები და სხვა დანარჩენი ინფრასტრუქტურული პროექტები.
“აქ ძალიან კარგი ატმოსფერაა და ასევე გამაგრილებელი ფანტანია” – განაცხადა მან და ქალაქის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ფანტანზე გაირბინა” – წერს უკრაინული მედია. “კარგად მუშაობს” – ამბობს ქალაქის მერი კამერების წინ.
მისი თქმით, დასასვენებელი ზონა 2016 წელს დასრულდება.

https://youtu.be/5-6UmnT-02g

ვირუსის ბლოკატორები