“ვესაუბრე თბილისის მერს, გადაწყვეტილება არ არის მიღებული,”- ირაკლი ლექვინაძე

news
ავტ.: news მარტი 8, 2015 13:25

“ვესაუბრე თბილისის მერს, გადაწყვეტილება არ არის მიღებული,”- ირაკლი ლექვინაძე

მნიშვნელოვანი

  • ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე შესაძლოა ირაკლი ლექვინაძემ ჩაანაცვლოს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ლექვინაძე ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

სხვა სტატიები

ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე შესაძლოა ირაკლი ლექვინაძემ ჩაანაცვლოს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ლექვინაძე ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“არ ღირს ამაზე კომენტარი, შეხვედრა გვქონდა თბილისის მერთან. არ ვიცი შეიძლება კვლავ გაიმართოს კიდევ ერთი შეხვედრა. მხოლოდ ვისაუბრეთ, გადაწყვეტილებები არ მიგვიღია,”- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მმართველ გუნდში თბილისის მერის მოადგილედ ირაკლი ლექვინაძის წარდგენას დადებითად აფასებენ. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიესალმება თბილისის მთავრობის ეკონომიკური გუნდის გაძლიერებას.

სავარაუდოდ თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშიებით განცხადებას დავით ნარმანია მომდევნო კვირაში გააკეთებს.

news
ავტ.: news მარტი 8, 2015 13:25