ვერტმფრენების შეჯახება არგენტინაში – დაიღუპნენ ფრანგი ოლიმპიელები და ათამდე ადამიანი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 10, 2015 11:13

ვერტმფრენების შეჯახება არგენტინაში – დაიღუპნენ ფრანგი ოლიმპიელები და ათამდე  ადამიანი

მნიშვნელოვანი

  • არგენტინის ჩრდილო-დასავლეთით ლა-რიოხუს პროვინციის დასახლებულ პუნქტ ვილია კასტელის მახლობლად, ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად დაიღუპნენ რეალითი შოუს გადასაღებად მიმავალი ფრანგი ოლიმპიელები და კიდევ 7  ადამიანი..

სხვა სტატიები

150310044757__81533220_trioარგენტინის ჩრდილო-დასავლეთით ლა-რიოხუს პროვინციის დასახლებულ პუნქტ ვილია კასტელის მახლობლად, ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად დაიღუპნენ რეალითი შოუს გადასაღებად მიმავალი ფრანგი ოლიმპიელები და კიდევ 7  ადამიანი…

კატასტროფის შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი… მათ  შორის არიან  8 ფრანგი, 2012 წლის ოლიპიური ჩემპიონი ცურვაში ფრანგი ქალბატონი კამილ მიუფა, ამავე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ბოქსიორი ალექსის ვასტინი, იახტსმენი ქალბატონო ფლორანს არტო და 5 გადამღები ჯგუფის წევრები… დაღუპულია აგრეთვე ვერტმფრენების 2 არგენტინელი პილოტი…

სპორტსმენები რეალითი-შოუ ,,Dropped,,-ის გადაღებაში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდნენ არგენტინის მაღალმთიანეთში… თავად ეს რეალითი-შოუ უკაცრიელ ადგილებში მონაწილეთა გამძლეობაზეა ორიენტირებული და მას ფრანგული ტელეკომპანია TF1 იღებს…

გავრცელებული ინფორმაციით ამინდი ფრენისთვის საკმაოდ კარგი იყო და რამ გამოიწვია ვერტმფრენების შეჯახება… მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 10, 2015 11:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics