ვერეს ხეობის დაგეგმარების სახელმწიფო კომისია პირველ სხდომას მართავს

news
ავტ.: news ივნისი 19, 2015 15:59 განახლებულია

ვერეს ხეობის დაგეგმარების სახელმწიფო კომისია პირველ სხდომას მართავს

მნიშვნელოვანი

  • ვერეს ხეობის ახლებურად დაგეგმარების საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისია პირველ სხდომას მართავს. მთავრობის კანცელარიაში მიმდინარე შეხვედრას სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მათი მიზანია, ვერეს ხეობის სრული შესწავლა და აღდგენა დაიწყოს.

სხვა სტატიები

ვერეს ხეობის ახლებურად დაგეგმარების საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისია პირველ სხდომას მართავს. მთავრობის კანცელარიაში მიმდინარე შეხვედრას სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მათი მიზანია, ვერეს ხეობის სრული შესწავლა და აღდგენა დაიწყოს.
“ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, თუ როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა, გლობალური ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს, რის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს ყველა სამუშაო ამ ხეობაში. უნდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომ საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია გაიმართოს. ყველა სპეციალისტს უნდა შეეძლოს დისკუსიაში ჩართვა და ჩვენ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა გვქონდეს საშუალება, ყველა ალტერნატივას მოვუსმინოთ და შემდეგ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მსოფლიო დონის ექსპერტებთან ერთად იწყება მუშაობა ვერეს ხეობის შესწავლაზე და ამ სამუშაოს შედეგად უნდა მომზადდეს მაღალკვალიფიციური დასკვნა, რომლითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებისმიერი პროექტის განხორიცელებისას იხელმძღვანელებენ.
პრემიერის ინფორმაციით, საჭიროებებიდან გამომდინარე კონკრეტული მიმართულებებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა სპეციალისტების მონაწილეობით. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, ექსპერტების მოწვევის საკითხში პირადად ჩაერთოს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრაში მონაწილეობენ გიორგი გოცირიძე, გია აბულაძე, გიგა ბათიაშვილი, ლადო ვარდოსანიძე, ირაკლი მასხარაშვილი, რომელმაც “მზიური” დააპროექტა, ტატო ბერიძე – ნაპირდაცვის სპეციალისტი, ნიკო კახეთელიძე, თამაზ შილაკაძე, რომელიც ახალი გზის პროექტის ავტორია, ტარიელ ტალიაშვილი, ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერები, სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, არქიტექტორთა კავშირი – დავით აბულაძე; წყალმეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი გივი გავარდაშვილი, მენაშენეთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი როსტომაშვილი, ჰიდროლოგი ბადრი უკლება, გეოლოგები ჭიჭიკო ჯანელიძე და მერაბ გაფრინდაშვილი, თბილისის არქიტექტურის უფროსი ნინო ღოღობერიძე.

news
ავტ.: news ივნისი 19, 2015 15:59 განახლებულია