„ვგეგმავთ, სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ“

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 15:13 განახლებულია

„ვგეგმავთ, სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ“

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, უკვე დაგეგმილია რამდენიმე პროექტი როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონის ტურიზმის განვითარებისთვის.

„ჩავატარეთ აქტიური კამპანია. მიზნობრივი 9 ბაზარი ავირჩიეთ საინფორმაციო კამპანიისთვის. ამას გარდა, დაახლოებით 200-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი და 70-ზე მეტი ტურისტული სააგენტო ჩამოვიყვანეთ. მათთვის საინფორმაციო ტური ჩატარდა. ამას გარდა, გავაკეთეთ სპეციალური პროგრამა ზაფხულისთვის. იგეგმება ივენთები თბილისში, ბათუმში და მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, ვგეგმავთ სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ, რათა ახალგაზდრობამ დაწყებითი სკოლის ასაკიდანვე შეიგრძნონ საქართველო. მასიური ლაშქრობების განვითარებას ვგეგმათ. ამაზე ვმუშაობთ არაერთ ადამიანთან, რომელიც ამ სფეროშია ჩართული. ასევე, ვმუშაობთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად. რაც შეეხება ზამთრის ტურიზმს, ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს დაგეგმილი. გათვალისწინებულია ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის სეზონის კიდევ უფრო დადებითი ტენდენციების შექმნას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news ივნისი 4, 2015 15:13 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics