ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია

news
ავტ.: news მარტი 21, 2015 10:31

ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია- ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა და პირობა დადო, რომ დღევანდელი აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონებიდან წამოსულ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაადგილება თუ იქნება, რაიონებიდან ჩამოსვლა – ეს ავტობუსი იქნება თუ მანქანები, როგორც წინაზე გავაკეთეთ და დავეხმარეთ, ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესებს. მე ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს”, _ განაცხადა გომელაურმა.

news
ავტ.: news მარტი 21, 2015 10:31