ვახტანგ გომელაური – ქართული პოლიცია არის თითოეული თქვენგანის უსაფრთხოების გარანტი

news
ავტ.: news მაისი 31, 2015 14:05 განახლებულია

ვახტანგ გომელაური – ქართული პოლიცია არის თითოეული თქვენგანის უსაფრთხოების გარანტი

მნიშვნელოვანი

  • ქართული პოლიცია არის თითოეული თქვენგანის უსაფრთხოების გარანტი, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.

სხვა სტატიები

ქართული პოლიცია არის თითოეული თქვენგანის უსაფრთხოების გარანტი, – ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. “სწორედ ქუთაისიდან მინდა ვუთხრა ყველას, ქართული პოლიცია არის თითოეული თქვენგანის უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას ვიცავთ და სწორედ ამიტომ ვინც კანონს დაარღვევს და ჩაიდენს დანაშაულს, უმკაცრესად დაისჯება. როგორც საქართველოს-პრემიერ მინისტრმა აღნიშნა ერთ-ერთ მის გამოსვლაში, სწორედ დღევანდელობის მონაპოვარია, რომ პოლიციელები თავიანთ მოვალეობას მაღალი პროფესიონალური სტანდარტებით ახორციელებენ. დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება.
საქართველოს პოლიცია დღეს საზოგადოებაზე ორიენტირებული, თანამედროვე, დეპოლიტიზირებულ, ეფექტიან და ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს. ჩვენი პოლიცია დღეს არის თანამედროვე აღჭურვილობით, განახლებული საკანონმდებლო ბაზით, აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობით და მძლავრი ანალიტიკური ცენტრებით უზრუნველყოფილი. შემუშავებული გვაქვს გამოკვეთილი სტრატეგიული ხედვა და სამომავლო გეგმები, რაც შეუქცევად განვითარებას ემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში საკუთარ ამოცანებს წარმატებით ასრულებს.
ჩვენ დავამკვიდრეთ გამჭვირვალობის, საჯაროობის და ანგარიშვალდებულების მაღალი კულტურა. განვაახლეთ საკანონმდებლო ბაზა პოლიციის საქმიანობის შესახებ, დავნერგეთ პერსონალური მონაცემების ახალი საიმედო სტანდარტი, დავიწყეთ რეფორმები სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემის მოდერნიზაციისთვის, შევქმენით მიგრაციის მართვის თანამედროვე სამსახური. გავაფართოვეთ საერთაშორისო სამსახურის თანამშრომლობის არეალი, გავზარდეთ განათლების, კერძოდ კი, პოლიციის აკადემიის როლი და კონტრიბუცია პოლიციის წარმატებებში. პირველად, უახლოეს ისტორიაში, პოლიციამ მტკიცე ნაბიჯები გადადგა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. განვავითარეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სფერო და ნოვაციები დავნერგეთ 112-ის სამსახურში. მოქნილი გავხადეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და მისი სერვისები. განსაკუთრებული მასშტაბები შევძინეთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლას. დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ ორგანიზებულ დანაშაულს. განსაკუთრებულად გავაძლიერეთ საქმიანობა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების შემუშავებისა და იმპლემენტაციის კუთხით. სამინისტროს მიერ გაუმჯობესდა თანამშრომელთა სოციალური დაცვის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახი მიიღებს ერთჯერადად 100 ათას ლარიან დახმარებას და ყოველთვიურ ათასლარიან კომპენსაციას. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მინდა მოგმართოთ და დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს პოლიცია თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს და ქვეყანას და ძალღონეს არ იშურებს, რათა დაამარცხოს კრიმინალი ყველა ქალაქსა თუ სოფელში”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

news
ავტ.: news მაისი 31, 2015 14:05 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics