ვახტანგ გომელაური პოლიციის მიერ მოქალაქის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

news
ავტ.: news ივლისი 5, 2015 14:45

ვახტანგ გომელაური პოლიციის მიერ მოქალაქის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

მნიშვნელოვანი

  • შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ყვარელში პოლიციის მიერ 32 წლის მოქალაქის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამედიცინო დასკვნის მიხედვით ოთარ სეფაშვილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

სხვა სტატიები

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ყვარელში პოლიციის მიერ 32 წლის მოქალაქის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამედიცინო დასკვნის მიხედვით ოთარ სეფაშვილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

მისივე თქმით სეფაშვილის ძმას, რომელიც პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა მსგავსი პრეტენზია არ გამოუთქვამს. როგორც მინისტრმა განმარტა იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრების მხრიდან ოფიციალური საჩივარი დაფიქსირდება აღნიშნულ ფაქტზე დაიწყება გამოძიება.

გომელაურის თქმით მიუხედავად საჩივრის არარსებობისა ის საკითხით მაინც დაინტერესდა და ინფორმაცია მოიძია, რომლის მიხედვითაც პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილება არ გადაუმეტებიათ.

შეგახსენებთ, რომ ყვარელში მცხოვრები 32 წლის ოთარ სეფაშვილის ოჯახის წევრები ყვარლის პოლიციის უფროსს, გიორგი ფარეშიშვილს და სხვა თანამშრომლებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.

news
ავტ.: news ივლისი 5, 2015 14:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics