ვახტანგ გომელაური: ვერეს ხეობაში საპანიკო არაფერია

news
ავტ.: news ივნისი 16, 2015 17:41

ვახტანგ გომელაური: ვერეს ხეობაში საპანიკო არაფერია

ვერეს ხეობაში ნორმალური მდგომარეობაა და საპანიკო არაფერია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს შემოვიდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოსულიყო ნალექი და ამის გამო მოხდა სამუშაოების შეჩერება.
“დღეს ბევრი რაღაც გაკეთდა, ბევრი მოხალისე იყო. მადლობა ყველას. დიდი ნაწილი გავიტანეთ ზოოპარკის ტერიტორიიდან ჩამოტანილი მორები და ნაშალი მიწა. 17 გარდაცვლილი უკვე ნაპოვნია და დაკარგულია 5 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, გუშინ იყო შვიდი, დღეს ორი ადამიანი “მზიურის” ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ. იყო შემთხვევა, რომ მტკვარმა გამორიყა რუსთავში მამაკაცის გვამი. თუმცა, ის ჩვენ დაკარგულებში არ ირიცხებოდა და იქ გამოძიება დაიწყება გვამის აღმოჩენასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გომელაურმა.

news
ავტ.: news ივნისი 16, 2015 17:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics