ვახტანგ გომელაური: ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია

news
ავტ.: news ივნისი 20, 2015 14:20

ვახტანგ გომელაური:  ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია

ზურა მუზაშვილი საქართველოს გმირია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კასპის რაიონის სოფელ აღაიანში განუცხადა, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის დაკრძალვაზე იმყოფება.
გომელაურის განმარტებით, მუზაშვილის დაღუპვა ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.
“მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო ზურას ოჯახს. ის იყო ჩვენი შს სამინისტროს დიდი ოჯახის წევრი. ის ღვარცოფის მოვარდნის მომენტიდან ადგილზე იმყოფებოდა და 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შს მინისტრმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ყველა პოლიციელს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციის იმ თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში”, – აღნიშნა შს მინისტრმა.

news
ავტ.: news ივნისი 20, 2015 14:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics