ვანუატუ და რუსეთი უვიზო მიმოსვლას გეგმავენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 31, 2015 12:54

ვანუატუ და რუსეთი  უვიზო მიმოსვლას გეგმავენ

მნიშვნელოვანი

  • რუსული მედიის ცნობით, მომავალ კვირას მოსკოვში, ვანუატუს რესპუბლიკისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება, რომლის შედეგად ორ სახელმწიფოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი.

სხვა სტატიები

რუსული მედიის ცნობით, მომავალ კვირას მოსკოვში, ვანუატუს რესპუბლიკისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების  შეხვედრა იგეგმება, რომლის შედეგად ორ სახელმწიფოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი.

,,იმედი მაქვს ჩემი ვიზიტის დროს ხელი მოეწერება ორ სახელმწიფოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას, რაც ჩვენს ქვეყანაში მეტი რუსი ტურისტის შემოსვლას შეუწყობს ხელს,, განაცხადა ვანუატუას საგარეო საქმეთა მინისტრმა სატო კილმანამ

აღსანიშნავია, რომ კუნძული სახელმწიფო ვანუატუა, რომელიც 1980 წლიდან ითვლება დამოუკიდებელ ქვეყანად, მანამდე ფრანგულ-ინგლისურ კოლონიად ითვლებოდა და სულ 200 ათასამდე მოსახლეს ითვლის. მისი ეკონომიკის ძირითადი წყარო ქოქოსის კაკლის გაყიდვიდან შემოსული თანხაა…

ვანუატუამ ორიოდე წლის წინ, რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარების სანაცვლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 31, 2015 12:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics