ვანო მერაბიშვილი–მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2015 19:55

ვანო მერაბიშვილი–მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილიდღეს თუ გიგი არ გათავისუფლდა, არნახული ფაქტი იქნება, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე უგულავასთან ერთად ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი. “კორუმპირებული, მექრთამე და გათახსირებული ტურავას პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ნორმა, რის საფუძველზეც უგულავა უნდა გათავისუფლდეს. გარანტიას ვაძლევ, პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობის წინაშე. განსაკუთრრბით პროკურორი წიკლაური, რომლის კისერზე ამ ახალ ცოდვებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზედამხედველად მუშაობისას უამრავი ცოდვაა. თუ ვინმემ პასუხი უნდა აგოს, ეს წიკლაურია”, – განაცხადა მერაბიშვილმა და მოსამართლეებს “მაგრად” დგომისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასთან ერთად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბარლდებული ვანო მერაბიშვილიც მიიყვანეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2015 19:55