ვანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 13:55 განახლებულია

ვანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მნიშვნელოვანი

  • ამის შესახებ „თაიმერს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ხანძარი ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია.

სხვა სტატიები

თბილისში, ვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ამის შესახებ „თაიმერს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ხანძარი ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. დიდუბე-ჩუღურეთის სამაშველო და სახანძრო ჯგუფები გავიდნენ ადგილზე. დაშავებულები არ არიან“, – აღნიშნეს სააგენტოს პრესსამსახურში.

ვანის ქუჩაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ საწყობში აფეთქების ხმაც გაისმა. ადგილზე ამჟამადაც მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები.

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 13:55 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics