ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყო

news
ავტ.: news ივლისი 11, 2015 18:10

ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყო

ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი დაიწყეს, რათა უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველთა რიგი მოწესრიგდეს და უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს.
როგორც ადგილზე მომუშავე პირები  აცხადებენ, დავალების შესაბამისად ისინი რიკინის ჯებირებით გადაკეტავენ ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელს, ბილეთების შეძენის მსურველებს კი ვაკის პარკში შესვლა ე.წ. გვერითა შესასვლელიდან შეეძლებათ. ისინი სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეძლებენ ბილეთების შეძენის მსურველთა რიგში ჩადგომას.
რკინის კონსტრუქციების ადგილზე მიტანა შსს-ს გადაწყვეტილებით მოხდა.

news
ავტ.: news ივლისი 11, 2015 18:10