ვაკეში 5000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

news
ავტ.: news ივნისი 17, 2015 21:01

ვაკეში 5000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

ვაკის რაიონში დაახლოებით 5000- მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.
როგორც “თაიმერს” შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, კომპანია მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს დღეს, 17 ივნისს, 24.00 საათზე განაახლებს.
მათივე ინფორმაციით, კომპანიამ დაზიანებული გაზსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 16 ივნისს ამინდის გაუარესების გამო შესაბამისმა სამსახურებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებითი შეწყვეტეს.
“რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება 17 ივნისის 24:00 საათიდან 18 ივნისის 10:00 საათამდე, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდება: ი. ჭავჭავაძის # 2, 9, 11, 17, 21, 33, 35 და 37 კორპუსებს; ატენის, თ. აბულაძის, ვ. ანჯაფარიძის, ვ. გაბაშვილის, ნ. რამიშვილის, ნ. ყიფშიძის, შიო მღვიმელის, ლ. შარაშიძის, ფასანაურის, გ. ქუჩიშვილის, ნ. ჟვანიას, კ. კეკელიძისა და რ. ჯაფარიძის ქუჩებს; მერაბ კოსტავას I და II შესახვევებს; ასევე, “მზიურის” ტერიტორიაზე მდებარე პოლიციის შენობას, ცირკის შენობას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გაზგასამართ სადგურს (ყოფ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურთან), სულ დაახლოებით 5000- მდე აბონენტს”, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრამდე შპს “ყაზტანსგაზ- თბილისის” ცხელი ხაზი ( ტელ: 240 40 04) იმუშავებს ყოველ დღე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო კომპანიის საავარიო- სადისპეჩერო სამსახური (ტელ: 114) იმუშავებს 24 საათიან რეჟიმში.
კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები და ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

news
ავტ.: news ივნისი 17, 2015 21:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,293
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics