ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა

news
ავტ.: news აგვისტო 20, 2015 18:42

ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა

მნიშვნელოვანი

  • ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის თვითმავალმა საარტილერიო 2 ჩ-1-ის ბატალიონმა ყოველწლიური გეგმური საარტილერიო საველე სწავლება გამართა.

სხვა სტატიები

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის თვითმავალმა საარტილერიო 2 ჩ-1-ის ბატალიონმა ყოველწლიური გეგმური საარტილერიო საველე სწავლება გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები გეგმური და არაგეგმური სამიზნეების განადგურებას, დაუყოვნებლივი საცეცხლე ამოცანების შესრულებასა და მაღალი კუთხით სროლას ითვალისწინებდა.
საველე სწავლება 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. საწვრთნელი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საცეცხლე პოზიციების მომზადება და დაკავება, თავდაცვის წარმოება, მარშისა და საცეცხლე ამოცანების შესრულება.
სამხედრო პოლიგონზე გამართული 20-დღიანი საარტილერიო საველე სწავლება გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა და მაკონტროლებელმა ჯგუფებმა შეაფასეს.

news
ავტ.: news აგვისტო 20, 2015 18:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics