ვაზიანი… საქართველოს მე-13-ე რაიონი… (+ ფოტოები)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 6, 2015 18:39

ვაზიანი… საქართველოს მე-13-ე რაიონი… (+ ფოტოები)

მნიშვნელოვანი

  • ,,თაიმერს,, ვაზიანში მცხოვრები ქალბატონი დაუკავშირდა, რომელმაც გვთხოვა მისი წერილი დაგვებეჭდა... წერილი ამ დასახლებაში მცხოვრები ადამიანების, ძირითადად კი ბავშვების გაუსაძლის ყოფას და მათ შელახულ უფლებებს შეეხება...

სხვა სტატიები

,,თაიმერს,, ვაზიანში მცხოვრები ქალბატონი დაუკავშირდა, რომელმაც გვთხოვა მისი წერილი დაგვებეჭდა… წერილი ამ დასახლებაში მცხოვრები ადამიანების, ძირითადად კი ბავშვების გაუსაძლის ყოფას და მათ შელახულ უფლებებს შეეხება…

v-0ჩვენი რესპოდენტი ნონა მარტიაშვილი 2008 წლამდე გახლდათ წარმატებული მეწარმე, რომელიც თავის სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ამჟამინდელი მე-4-ე ბრიგადის ტერიტორიაზე, რომელსაც იმდროინდელმა შექმნილმა გარემოებამ (როგორც თავად აცხადებს, მისი ბიზნესი შეეწირა მინისტრ კეზერაშვილის მეგობრების ბიზნეს ინტერესებს) დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა, თუმცა ამან ეს ქალბატონი სულიერად არ დასცა… პირიქით, ის მთელი მომდომებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო იმ მართლაც კეთილშობილურ და ღრმად პატრიოტულ საქმეში, რასაც ბავშვების დახმარება ჰქვია. იმას, რასაც ქალბატონი ნონა აკეთებს შეჭირვებული და ხელმოკლე ოჯახის ბავშვებისათვის, თავის კორეელ პარტნიორთან ერთად, მართლაც რომ დიდი სული და კეთილშობილი გული სჭირდება, რადგან მას, როგორც მარტოხელა 2 შვილის დედას, თავადაც ძალიან უჭირს. ქალბატონ ნონას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსული ხელისუფლება ოდესღაც მართლა აღადგენს სამართლიანობას… ის ამას უკვე მესამე წელია უშედეგოდ ელოდება. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქალბატონი ნონა, თავის ძმასთან, უკრაინაში მებრძოლ დავით მარტიაშვილთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის წართმევის გამო, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ დაზარალებულად სცნო 2012 წლის დეკემბერში… თუმცა მას შემდეგ ეს საქმე თაროზე შემოდეს და ალბათ უკვე ხავსმა თუ არა მტვერმა მაინც დაფარა.
,,თაიმერი,, უცვლელად გთავაზობთ ნონა მარტიაშვილის წერილს…

OCC TGJ Georgia,,ვაზიანი საბჭოთა წყობის დროს მოიხსენიებოდა, როგორც „წალკოტი“, იმ დროს აქ განთავსებული იყო საბჭოთა ოფიცერთა საცხოვრებელი ქალაქი. დღეს ვაზიანი არის ,,მეცამეტე რაიონის,, სრული ანარეკლი, რომელიც გამოსასწორებელ კოლონიას ან სადამსჯელო ბანაკს უფრო მოგვაგონებს ვიდრე საცხოვრებელ რაიონს. დაბინძურებული გარემო, არასათანადო პირობები და ხალისდაკარგული მოსახლეობა. არანაირი პერსპექტივა, არანაირი გასართობი ბავშვებისათვის, მოზარდებისათვის თუ მოზრდილთათვის, მეტიც ბაღში არასაკმარისი ადგილებისა და ჯგუფების სიმცირის გამო მოსახლეობის ნახევარს ბავშვები “ქუჩაში დარჩა“ პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, გასართობ ცენტრზე კი ოცნებასაც ვერ ვბედავთ. ერთადერთი გასართობი ვაზიანის ბავშვებისათვის ლამის ნაგავსაყრელად ქცეული ქუჩებია.

OCC TGJ Georgiaღვთის მადლით ამ მცირე ხნის წინ გაიხსნა საფეხბურთო წრე, სადაც ძალიან მცირე რაოდენობა მოხვდა ბავშვებისა და უსახსრობის და ხელმოკლეობის გამო, რადგან ვაზიანის ძირითადი მოსახლეობა ხომ ხელმოკლე და შეჭირვებულია ანდა კიდევ სამხედრომოსამსახურეების ოჯახებისაგან შესდგება. არიან ასევე ლტოლვილებიც, ასეც რომ არ იყოს სად გინახავთ ფეხბურთი სტადიონის გარეშე. ბავშვები კილომეტრებს გადიან რომ ივარჯიშონ. რამოდენიმე კილომეტრს რომ ბავშვი გაივლის ფეხით ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა,რა პირობებში ვარჯიშობენ ეს ბავშვები, მაგრამ იმდენად დიდია მათი სურვილი და მონდომება რომ ასეთ პირობებშიც კი წარმატებულნი არიან ჩვენი ბავშვები. ეს ალბათ მათი კლუბის დირექტორის გიგა მოლაშხიას დიდი დამსახურებაა. ასევე გაიხსნა კარატის წრეც ,აქაც იგივე მდგომარეობაა, ბავშვები რომლებიც იქ მოხვდნენ არასათანადო პირობებში უწევთ ვარჯიში, თუმცა არც ისინი უჩივიან ბედს… მაგრამ რა ჰქნან იმ ასობით ქუჩაში დარჩენილმა პატარებმა, რომლებსაც ამის საშუალებაც არა აქვთ უფრო მეტიც ნახევარზე მეტი მშიერ-მწყურვლები დახეტიალობენ ქუჩებში, ლუკმა პურის მოსაპოვებლად. მათაც ხომ უნდათ „ბავშვობა“, სწორედ ამ ბავშვობის დაბრუნებას ვცდილობთ ჩვენ სახლის „ცისარტყელას“ დამფუძნებლები და მოხალისე პედაგოგ-მასწავლებლები. ეს სკოლა არის ამ ბავშვებისათვის ერთადერთი ნათელი სხივი, ამ ბავშვობა წართმეული პატარებისათვის…

Viziani community. Nina Yu, lady who has been ministering to the people of Viziani for several years.

ერთმა კეთილმა ადამიანმა იუ მინსუნმა ეს სკოლა დაარსა თავის საცხოვრებელ ფართში 2010 წელს, პირველად მას ეჭვის თვალით შეყურებდა ყველა, შემდეგ თანამოაზრეები და დამხმარებლებიც გამოუჩნდა ვაზიანის მაცხოვრებლებისათვის ყველასათვის ნაცნობი და ახლოვბელი ნონა დეიდას (ნონა მარტიაშვილი რედ.) სახით, მათ გვერდში უდგანან მოხალისე პედაგოგები, თვითონაც შვილების პატრონები ლიკა მაჭავარიანი და ნათია საღლიანი, არც მეორე კლასელი სეირან ბალასანიანის დედა ჩამორჩება ის არის მათი დამხმარე და შემწე. სულ ახლახან მათ შემოუერთდათ ქ-ნი ნათია წიგნაძეც, 6 შვილის დედა, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმეს, რადგან ეს ახლად გადმოსული ოჯახი არ მოეწონა მავანსა დ ამავანს და გამოუგზავნეს კომისია… იმ მოტივით რომ მეუღლე ,,ტაქსაობს,, მის ექვს შვილს კი, ერთი კი არა ექვსი ტაქსი ვერ უშველის ისეთ მადაზე არიან.

OCC TGJ Georgiaქ-ნი იუ მინსუნი არის სამხრეთ კორეიის მოქალაქე და ამჟამად პენსიონერი. ის 2010 წელს ჩამოვიდა საცხოვრებლად ვაზიანში, და მას შემდეგ აქ ცხოვრობს… კანონიერად ცხოვრების უფლებით.

ლიკას, ნათიას და ირინა ბალასანიანის მეუღლეები მსახურობენ მე-4ქვეით ბრიგადაში, ამჟამად პატრიოტულ ვალს იხდიან ავღანეთში. ეს კეთილშობილი ქალბატონები მიუხედავად იმისა რომ თვითონაც მცირეწლოვანი ბავშვების პატრონები არიან, მაინც ნახულობენ დროს რომ ემსახურონ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.

ჩვენ ყველა დიდი ძალისხმევით ვცდილობთ ბავშვებს უკეთესი მომავალი შევუქმნათ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ძალისხმევა და მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა.ჩვენ არ გაგვაჩნია მატერიალური ბაზა, მიუხედავად ამისა მაინც ბევრის მიცემა შევძელით ბავშვებისათვის ამ უცხოელი ქალბატონის დახმარებით… მაგრამ ეს მცირედია ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია:
v-41. ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა.
2. ბავშვთა უფლებების დაცვა, მივცეთ ბავშვებს დროებითი თავშესაფარი (ბავშვებს რომლებიც მიუსაფარნი არიან ან მათი მშობლები მუშაობენ )
3. ბავშვთა განათლების ხელიშეწყობა; შევასწავლით ბავშვებს უცხო ენები, მუსიკა, ხელსაქმე, სავალდებულო და საღვთისმეტყველო საგნები და სხვა (უსასყიდლოდ)
4. საქართველოს ყველა დონის ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება და ჩატარება.
5. ჟურნალ-გაზეთების დაარსება და გამოცემა.
6. სასწავლო-მეთოდური,საცნობიერო – საინფორმაციო და სხვა ლიტერატურული გამოცემა.
7. დავამყაროთ კავშირი ანალოგიური პროფილის ორგანიზაციებთან ,როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

OCC TGJ Georgiaაქამდე ჩვენ არ ვიყავით იურიდიული ორგანიზაცია, მაგრამ შეძლებისდაგვარად შევძელით ბევრი ბავშვის შემობრუნება ცხოვრებისაკენ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით: მოვუწესრიგეთ საბუთები, ვასწავლეთ ურთიერთის და ადამიანების პატივისცემა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ისინი ქუჩას მოვწყვიტეთ და მათი თავისუფალი დრო სასარგებლო საქმიანობაში ნაყოფიერად გავანაწილეთ… ეს მცირედია, ამ კედლებს მიღმა უამრავი ბავშვი რჩება, რომლებიც იმედის თვალით შემოგვყურებენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერაფრით ვეხმარებით. მიზეზი ამისა კი ერთია… უსახსრობა.
ჩვენდა საბედნიეროდ და გასახარად დღითიდღე იზრდება ბავშვების ინტერესი ჩვენი სახლის მიმართ და რა თქმა უნდა შესაბამისადაც იზრდება მათი რიცხვიც… მაგრამ ბავშვები ფიზიკურად ვეღარ ეტევიან იმ შენობაში სადაც ვიმყოფებით, ქალბატონ იუს საკუთარ ბინაში. იმ დროს, როდესაც ჩვენ ასეთ გასაჭირში ვართ ვაზიანში არის მიტოვებული და განადგურებული შენობები, რომლებიც პირუტყვთა სადგომად აქვთ გამოყენებული.

OCC TGJ Georgiaსაქველმოქმედო ორგანიზაციამ „კეთილი სამარიელი“- საქართველოში ჩვენის მეშვეობით ვაზიანის 500 მდე ბავშვს საჩუქრის სახით მცირეოდენი სიხარული აჩუქა, მათ მიულოცეს საშობაო დღესასწაული ვაზიანის 1 და 2 საშუალო სკოლის ბავშვებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. ეს სიკეთე ბევრმა არასწორად გაიგო, რადგან ხალხის თვალში სიკეთემ აზრი დაკარგა და ვერ წარმოუდგენიათ, რომ უანგაროდ ვინმემ შეიძლება ხელი გაგვიმართოს, ამიტომ ეჭვის თვალით დაგვიწყეს ცქერა, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალისა და სტიმულის მომცემი იყო. ამით ჩვენ მათ დავანახეთ სიმართლე და დღეს ბევრი მათგანი ჩვენი აღსაზრდელია.

OCC TGJ Georgiaხშირად გვსტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან: გერმანიიდან, აშშ-დან, უკრაინიდან და ა. შ. მაგალითად წელს სტუმრები გვყავდა გერმანიიდან და მათ აღგვითქვეს დახმარება… რატომ მაინცდამაინც საზრვარგარეთი?! როცა ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში და ვიზრუნოდ ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისათვის, ჩვენ ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით დიდი ნიჭით სიყვარულისა და ურთიერთთანადგომის, როდესაც უცხო ქვეყნის შვილი იუ მინსუნი ასე თავგამოდებით იღწვის ჩვენი ბავშვების მომავლისათვის… ნუთუ შეგვიძლია ჩვენ მშვიდად ვუყუროთ ამას მაშინ, როცა შეგვიძლია ორმაგად, სამმაგად მეტი ბავშვი მოვწყვიტოთ ქუჩას.
დღესდღეობით ჩვენმა მოხალისე პედაგოგთა ჯგუფმა ჩამოვაყალიბეთ საზაფხულო სკოლა ბავშვებისათვის, სადაც სრულიას უსასყიდლოდ ვეხმარებით ჩამორჩენილ ბავშვებს. დიდია მსურველთა რიცხვი მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ 20 ბავშვზე შევძელით, რომ გაგვეკეთებინა… მატერიალური ბაზის უქონლობის გამო.

OCC TGJ Georgiaგანცხადებებით მივმართეთ გარდაბნის მუნიციპალიტეტს, საიდნაც ორ თვეზე მეტია პასუხი არაა,შემდეგ პირადადაც ვეწვიე მოქალაქეთა მიღების დღეზე ბატონ გარსევან ნიორაძეს, მაგრამ იმის მაგივრად რომ გადაღლილ და განაწამებ მოსახლეობას შეხვედროდა, რომელიც კვირიდან კვირამდე ელის თავის მიღების საათებს, გასვლით ღონისძიებაზე ბრძანდებოდა და იქედან ბუნდოვანი პასუხით წამოვედი. მართალია ვერ მივაღწიე გამგებელთან შეხვედრას განმეორებითი ვიზიტის დროსაც ,მაგრამ მე მას შევხვდი ვაზიანში,სადაც ხშირად სტუმრობს ერთ-ერთ მშენებლობას… მან პასუხად, 15 ივნისს შეტანილ განცხადებაზე, მომიგო რომ მოიძიებდა ამ განცხადებას… მე ვიცი, რომ ეს იყო მორიგი თავიდან მოშორების პოლიტიკა… ,,სხვისა ჭირი ღობეს ჩხირიო,, განა საქართველოში ბავშვები “სხვისა ჭირია” და მათზე მნიშვნელოვანი არის რაიმე?!

OCC TGJ Georgiaმოდიოდნენ მავანნი და მავანნი წინა საარჩევნოდ, გვპირდებოდნენ, რომ თუ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ “აგვიყვავებდნენ” ვაზიანს… მაგრამ რა…? ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავიანთი ოჯახების და მეგობრების აყვავება დაიწყეს. რა ვქნათ ჩვენ?! ვინც არ ვართ ამაქვეყნის ძლიერთა და მბრძანებელთა ნათესავ-მეგობრები? და გვამოძრავებს კეთილი ზრახვები? უამრავი სასიკეთო პროექტები გვაქვს, ვიდრე სავაჭრო ცენტრია (საქართველო უკვე ისედაც ერთ დიდ სავაჭრო ცენტრად აქციეს)… ვინ დაგვეხმარება? თუნდაც მოვიძიეთ ფინანსები საზღვრებს გარედან… საქართველოში ვერ ვპოულობთ ხელისშემწყობებს.

OCC TGJ Georgiaჩვენი განცხადებები ყველა უწყებას უნდა აეტაცებინა და დავეკმაყოფილებინეთ… ეს ხომ საქართველოს მომავალი თაობისათვის კეთდება, მაგრამ ვატყობთ დიდად არავის აღელვებს საქართველოს მომავალი თაობები…

ჩვენ ამ თემაზე დაუსრულებლად შეგვიძლია ლაპარაკი.. თუმცა ძალია თავს არ შეგაწყენთ!

დღეს მივიღე მეილზე წერილი გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან, რომ შენობა რომელიც გვინდოდა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ჩვენი არაა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართეთო… პარალელურად მომივიდა წერილი თავდაცვის სამინისტროდან, რომ შენობა მათია და შემოდგომ განხილვაშია… და რომ მაცნობებენ გადაწყვეტილებას. იმის მაგივრად რომ გამგეობას შეესწავლა საკითხი, მომიშორეს… მე მათ შუამდგომლობას ვთხოვდი… ვუხსნიდი რომ სასიკეთო საქმეს ვაკეთებ და რა ვიცი რად აგარ მოგვნათლეს. ქართველებს ხომ გულისხმიერების გამოჩენა გვიჭირს… ლანძგვა გინება ადვილად შეგვიძლია.

v-10ბავშვები, 18-28 ივლისს ჩემი მეგობრის შემწეობით ბანაკში ათი დღით მყავდა წაყვანილი. სურათებიც დევს ბავშვტა რეზაბილიტაციის ცენტრი ,,ცისარტყელას,, ვებ-გვერდზე

ახლახან ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი აღმოვაჩინე ვაზიანსი, რომელსაც არ აქვთ დაბადების მოწმობები და ჩემი მეგობრების შემწეობით დავრბივარ საბუთებს ვუგროვებ მათ.ისინი 4, 8, 9და 13 წლისანი არიან… სკოლაში არ დადიან, რადგან დაბადების მოწმობები არა აქვთ… შესაბამისად არც აცრები აქვთ გაკეთებული… ნუთუ არავის არ აღელბებს ამ ბავშვების ბედი? და ასეთები ვაზიანში მრავლად არიან… ნუთუ სიკეთით განთქმულ ერში, არ შეიძლება ჩვენი შემწე ვინმე აღმოჩნდეს?!

აქ, აბვშვები დახავსებულ ბინაში ცხოვრობენ, იმ დროს როცა, ვაზიანში ახალაშენებულ ბინებში პირუტყვი იკვლება. ბესო წერედიანს აქვს ამ ტემაზე რეპორტაჟი გაკეთებული.
აი ეს საკითხებია, რომელიც თქვენთვის და მკითხველისთვის გვიდოდა გაგვეგებინებინა… იქნებ თქვენი მეშვეობით მაინც გამოჩნდეს ვინმე გულისხმიერი… ცუდად არ გამიგოთ! სირიელი ბავშვების თემა რომ გვაღელვებს კარგია… მაგრამ ქართველმა ბავშვებმა რა დააშავეს?!,,
პატივისცემით ნონა მარტიაშვილი

(ფოტოების უმეტესობა ეკუთვნის საიტს samaritanspurse.org )

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 6, 2015 18:39