ვაზაგაშვილის სიკვდილის გამო პასუხი ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობამ უნდა აგოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 25, 2015 22:36

ვაზაგაშვილის სიკვდილის გამო პასუხი ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობამ უნდა აგოს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნატელაშვილი, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. ნათელაშვილი სოფელ ყარაფილოში იური ვაზაგაშვილის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად ჩავიდა.მისი განცხადებით, იური ვაზაგაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, სწორედ ამიტომ ნათელაშვილი თვლის , რომ ვაზაგაშვილის სიკვდილის გამო პასუხი ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობამ უნდა აგოს.

“შვილმოკლული მშობლები როცა სჭირდებოდათ ყველაფერს პირდებოდნენ, მერე დაივიწყეს და ახლა როცა ეს ადამიანი მოკლეს, ივანიშვილი ნიანგის ცრემლებს ყრის. მისი და მისი მთავრობის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ისინი უნდა წავიდნენ, მთელი მთავრობა და არა ერთი მინისტრი. ეს იქნება ობიექტურობა და სამართლიანობა. ამ ხელისუფლებამ შვილების მკვლელობიდან საქმე მამების მკვლელობამდე მიიყვანა,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 25, 2015 22:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics