ვაზაგაშვილის საქმეში ქალის კვალიც აღმოჩნდა – რას ამბობს ოჯახი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2015 14:31

ვაზაგაშვილის საქმეში ქალის კვალიც აღმოჩნდა – რას ამბობს ოჯახი

ყარაფილაში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამოღებული დნმ-ის მეორე კვალი ქალბატონს ეკუთვნის.
ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას იური ვაზაგაშვილის მეუღლემ ციალა შანავამ განაცხადა.

„მეორე დნმ-ი ქალის არის“, – აცხადებს ციალა შანავა.
გამოცემასთან საუბრისას ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ გამოძიებისთვის ცნობილია პირი, რომლის დნმ-იც აღმოჩენილია შემთხვევის ადგილზე. თუმცა ვინ არის აღნიშნული პიროვნება არ აკონკრეტებს.

„სოსანაშვილის დნმ-ი დანაშაულის იარაღზე ამოვიდა. რაც შეეხება მეორე დნმ-ს, ის აღმოჩენილი იყო შემთხვევის ადგილზე, საფლავის ფილაზე. ამდენად, პირის იდენტიფიკაცია ამ შემთხვევაში, ბრალის წარსადგენად საკმარისი ვერ იქნება“, – განმარტა ადვოკატმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2015 14:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics