ე.წ. სპეცოპერაციის საქმის მოწმეების თქმით, მათ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცეს

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 14:04

ე.წ. სპეცოპერაციის საქმის მოწმეების თქმით, მათ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცეს

მნიშვნელოვანი

  • ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება ეგრეთ წოდებული კორტების საქმეზე. პროცესზე უკვე დაიკითხა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, სპეცოპერაციის დროს გადარჩენილი ბონდო ფუთურიძე. მან განაცხადა, რომ 2006 წელს ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა.

სხვა სტატიები

ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება ეგრეთ წოდებული კორტების საქმეზე. პროცესზე უკვე დაიკითხა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, სპეცოპერაციის დროს გადარჩენილი ბონდო ფუთურიძე. მან განაცხადა, რომ 2006 წელს ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. მისი მტკიცებითვე მათ მანქანში ცეცხლსასროლი იარაღი არ ქონდათ. თუმცა იყო თუ არა საკონტროლო გასროლა, ვერ ადასტურებს, იმ მოტივით რომ შეჯახების შემდეგ, გონება დაკარგა.

ჩვენება მისცა გამომძიებელმა ზურაბ ქემაშვილმაც, რომელიც 2006 წელს შემთხვევის ადგილზე ახორციელებდა საგამოძიებო მოქმედებებს. ქემაშვილის თქმით, ტყვიით დაზიანებული ავტომობილი ადგილზე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მიიტანეს.

დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა საქმეში ერთ-ერთი მოწმის, ედუარდ სინდოიანის ადვოკატმა. რომლის მტკიცებითაც სინდოიანმა აღიარებითი ჩვენება 2006 წელს ზეწოლის შედეგად მისცა.

ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებებით 11 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან – ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები ფირცხალავა, გვაზავა, ცააძე და ნაკანი.

news
ავტ.: news აგვისტო 7, 2015 14:04