ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რეფერენდუმით რუსეთთან შეერთებას გეგმავს…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 20, 2015 00:08

ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რეფერენდუმით რუსეთთან შეერთებას გეგმავს…

მნიშვნელოვანი

  • ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ მოაწყოს ინიცირება რეფერენდუმისა, რომლის შედეგებითაც სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას შეუერთდება...

სხვა სტატიები

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, მას გადაწყვეტილი აქვს,  რომ მოაწყოს ინიცირება  რეფერენდუმისა, რომლის შედეგებითაც სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას შეუერთდება…ამის შესახებ მან ორშაბათს 19 ოქტომბერს, ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან განაცხადა.

,,დღევანდელი პოლიტიკური რეალობები ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, უნდა შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და მრავალი საუკუნის მანძილზე უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება,, განაცხადა თიბილოვმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ,, რუსეთთან შეერთება საუკუნოვანი ოცნებაა სამხრეთ ოსეთის ხალხისა, რომელმაც ეს ოცნება ქართულ შოვინიზმთან და ფაშიზმთან დაპირისპირების 200 წლოვან ტანჯვაში გამოატარა,,

დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, ზემოხსენებული რეფერენდუმის ჩატარებაში ჩართული იქნებიან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ფართო მასები, პოლიტიკური და საზოგადოებივი ორგანიზაციის ლიდერები… ხოლო რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე შემდგომი ნაბიჯები, რუსეთთან მჭიდრო კოორდინაციაში იქნება გადადგმული.

www.timer.ge

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 20, 2015 00:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics