ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას იტალიის პარლამენტში განიხილავენ…?

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 8, 2015 23:44

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას იტალიის პარლამენტში განიხილავენ…?

მნიშვნელოვანი

  • ე.წ. სამხრტ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის იტალიაში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებით, იტალიის პარლამენტი მოკლე დროში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უყრის კენჭს...

სხვა სტატიები

698875ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის იტალიაში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებით, იტალიის პარლამენტი მოკლე დროში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უყრის კენჭს…

ბიბილოვის განცხადებით, პარტიამ ,,ერთიანი ოსეთი,, კარგი ურთიერთობა დაამყარა იტალიურ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია ,,ჩრდილოეთის ლიგასთან,, (Lega Nord) რის შედეგადაც ამ პარტიის ლიდერის მატეო სალვინისაგან  და სხვა ხელმძღვანელებისაგან მიიღეს პირობა, რომ უახლოეს ხანებში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას იტალიის პარლამენტში კენჭისყრაზე დააყენებენ…

,,ახლა ჩვენ ვამზადებთ დოკუმენტებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის პოლიტიკურ-სამართლებლივ საფუძვლებზე, რომელსაც მოგვიანებით იტალიურადაც ვთარგმნით. ,,ჩრდილოეთის ლიგა,, დაგვპირდა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს იტალიის პარლამენტის კენჭისყრაზე დააყენებს. მართალია ,,ჩრდილოეთის ლიგა,, არ ფლობს უმრავლესობას იტალიის პარლამენტში და ყველაფერი კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ კენჭისყრის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ეს იქნება კარგი შანსი იმისათვის, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება მივაპყროთ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებები, იმდროინდელ საერთაშორისო სამართლის ნორმებს,, აცხადებს ბიბილოვი.

www.timer.ge

 

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 8, 2015 23:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics