,,ე.წ. “ნარუშილოვკებზე” ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს”

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 13:58

,,ე.წ. “ნარუშილოვკებზე” ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს”

მნიშვნელოვანი

  • შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დარღვევის ბარათებზე, ე.წ. "ნარუშილოვკებზე" ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს.

სხვა სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დარღვევის ბარათებზე, ე.წ. “ნარუშილოვკებზე” ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს.
როგორც შსს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არავითარ შიდა მოკვლევას, ან სამსახურებრივ შემოწმებას არ ახორციელებს.
“არავითარი შიდა მოკვლევა, ან სამსახურებრივი შემოწმება არ მიმდინარეობს, კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში”, – განაცხადა მღებრიშვილმა. ჟურნალისტების კითხვას თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, მინისტრმა განმარტა, რომ ამას გამოძიება დაადგენს.
“გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და დამნაშავე პირი გამოიკვეთება. გარწმუნებთ, რომ არავინ არავის ხელს არ დააფარებს”, -განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 2, 2015 13:58