ე.წ. კორტების საქმის განხილვა სასამართლოში 12 აგვისტოს განახლდება

news
ავტ.: news აგვისტო 10, 2015 13:55

ე.წ. კორტების საქმის განხილვა სასამართლოში 12 აგვისტოს განახლდება

მნიშვნელოვანი

  • ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო 12 აგვისტოს, 11.00 საათზე განაახლებს.

სხვა სტატიები

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო 12 აგვისტოს, 11.00 საათზე განაახლებს.
დღეს გამართულ სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის სამი მოწმე, მათ შორის 2 ექსპერტი და პოლიციის 1 თანამშრომელი.
როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა დაადასტურა, რომ როდესაც იგი სპეცოპერაციის ადგილას მივიდა, იარაღები ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში იყო არასაბრძოლო მდგომარეობაში, რაც პროკურორის თქმით, გამორიცხავს იმას, რომ სამართალდამცველების მიმართ ზურაბ ვაზაგაშვილს და მის თანმხლებ პირებს გასროლა არ განუხორციელებიათ.
ასევე, პროკურორის თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ, პოლიციელმა, რომელიც სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა, მრავალჯერადი გასროლის შემდეგ გაიგო ვაზაგაშვილის ავტომობილთან ორი გასროლის ხმა, შემდეგ კი დაინახა როგორ გამოვიდა ბრალდებული გიორგი ცააძე ავტომობილის მარცხენა მხრიდან უკანა მხარეს.
კომენტარი პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმაც გააკეთა.
როგორც ადვოკატი დავით ხაჟალია აცხადებს, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის და მისი თანხმლები პირების ავტომობილში იარაღი იყო. ადვოკატის თქმით, პოლიციელ მოწმეს, რომელიც სპეცოპერაციის ადგილზე შემთხვევით იმყოფებოდა, არ დაუნახავს არც საკონტროლო გასროლა და არც ის, რომ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში სამართალდამცველებმა იარაღი ჩადეს. შემდეგ პროცესზე სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს.

news
ავტ.: news აგვისტო 10, 2015 13:55