ექსკლუზივი–გუბერნატორები და ოლიგარქები უკრაინას წურბელებივით ასხედან და წოვენ სისხლს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 8, 2015 13:58

ექსკლუზივი–გუბერნატორები და ოლიგარქები უკრაინას წურბელებივით ასხედან და წოვენ სისხლს

IMAG0374“უკრაინის პოლიტიკური ელიტისთვის ღიად საუბარი ახალი ხილია, მაგრამ მოუწევთ ამ უნარების გამომუშავება და ამაში ისევ მიხეილ სააკაშვილი დაეხმარება. უკრაინის მოქალაქეებმა იციან სხვაობა ტყუილსა და მართალს, ან კორუმპირებულსა და რეფორმატორს შორის. მათ ვეღარავინ მოატყუებს, რადგან იციან რაა რუსული ნარჩენები – კორუფცია, გაჭირვება და ომი”– განაცხადა დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ მუხრან ბურჭულაძემ ჟურნალისტ ბერდია კალანდიასთან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, ტყუილად ეცდება ვინმე უკრაინელი ხალხის მოტყუებას, არარსებული საქმის რეკლამირებას და ხალხის ჯიბეებიდან ფულის პარვას. “მრჩება შთაბეჭდილება, რომ იაცენიუკის გუნდი საკუთარ თავს შემთხვევით მთავრობად მიიჩნევს და ამიტომაც არიდებს თავს საქმეს და პასუხისმგებლობას, კომპლექსების ადგილი კი პოლიტიკაში არაა. ხალხმა თავი გაწირა ახალი და ძლიერი სახელმწიფოსთვის, მაიდანი იყო საბჭოთა ნარჩენებისგან ქვეყნის წმენდისთვის ბრძოლა, მაგრამ, როგორც ვხედავ, ზოგიერთმა ცინიკოსმა ეს ვერ გაიგო. უკრაინის მთავრობას უნდა აფიქრებდეს ხალხის პასუხი უმოქმედობაზე, რაც გარდაუვალია” – თქვა ბურჭულაძემ.

ბ.კ–წელიწად–ნახევრის მანძილზე თქვენ და თქვენი მეგობრები იუსტიციის მმართველობის სფეროში შემავალ სარეგისტრაციო სისტემზე მუშაობდით, მაგრამ მომენტალურად ჩამოგაცილეს. რატომ, რა გახდა ამის მიზეზი? თავი ვერ გაართვით თუ კორუმპირებული მამების თუ დეიდების მსხვრეპლი გახდით?

მ.ბ–გუბერნატორები და ოლიგარქები უკრაინას წურბელებივით ასხედან და წოვენ სისხლს, მათ, სამწუხაროდ, გავლენა აქვთ ცენტრალურ ხელისუფლებაზე, ამის შედეგია ისიც, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კანონი ჯერ დაამახინჯეს, შემდეგ კი საერთოდ გადადეს. ჩვენ კონცეპტუალურად ვცვლიდით სისტემას, რაც კოფუფციას წერტილს უსვამს, მათ კი ეს არ აწყობთ. ჩვენ განვახორციელეთ საპილოტე პროექტები, გავხსენით ახალი სარეგისტრაციო სამსახურები სადაც ფულის აღება წარმოუდგენელია. დღეს დოკუმენტაციის მიღების ელექტრონული პროგრამაც ამოღებულია, ანუ მოქალაქე კვლავ ჩინოვნიკს შეეხვეწება საბუთების დროულად ჩაბარებას. ის, რომ სამინისტრომ გადაწყვიტა რეგისტრაციის ფუნქციის თვითმმართველობისთვის გადაცემა, სწორედ ოლიგარქების გავლენაზე მეტყველებს – ეს მათთვის ფულის დამატებით წყაროა. მე ვკითხე მინისტრს, თუ როგორ აპირებდა ხარისხის კონტროლს, თუ ფუნქციას სხვა სტრუქტურა ასრულებს და როგორ გააუმჯობესებდა სერვისის ხარისხს, თუ სამსახური მას აღარ დაექვემდებარებოდა, მაგრამ პასუხი მსგავს კითხვებზე არ მიმიღია. ჩვენ შევცვალეთ ბევრი რამ საქართველოში და ასევე შევცვლიდით უკრაინაში, ამიტომ მე ვერ ვიქნებოდი განტევების ვაცი და ვერცერთი ჩვენი გუნდის წევრი, ეს წმინდა ადამიანურად, პროფესიულად და თუნდაც პოლიტიკურად ღირსების საკითხია. თუ კიდებ საქმეს ხელს მიგყავს ბოლომდე.

ბ.კ–ასევე მინდა შევეხო თქვენს მიერ დაწერილ კანონპროექტს. რა ბედი ეწია მას? მახსოვს იყო საუბარი რომ ეს კანონპროექტი არ ერგებოდა უკრაინას ?

მ.ბუკრაინა თავად უნდა მოერგოს ახალ სტანდარტებს და ნაკლებ ბიუროკრატიას, ამით ამაღლდება უძრავი ქონების და ზოგადად, აქტივების ბრუნვვისუნარიანობა, ეს გაააქტიურებს უძრავი ქონების ბაზარს, მოიზიდავს ინვესტიციებს და გააძლიერებს მათ ეკონომიკას, რას აძლევს ამ ქვეყანას შანსს მიიღოს ფინანსური დახმარებაც და გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მხოლოდ ასეა შესაძლებელი გარე გამოწვევებთან გამკლავებაც. ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი კი საბჭოთა ბიუროკრატიას ანგრევს. რუსულ საფრთხეს კი ეს ქვეყანა სწორედ ასე უნდა გაუმკლავდეს. მაგრამ კანონი რადას თაროზე აქვს შემოდებული და არ ვიცი რას ელოდებიან, ჩინოვნიკები ფულზე უარს არ იტყვიან ისევე როგორც მგელი კრავზე.

ბ.კ–რა სახის კანონპროექტზეა საუბარი?

მ.ბ–ტერიტორიული შეზღუდვა ამ კანონის მიხედვით იხსნება და მოქალაქეებს სარეგისტრაციო სამსახურებში სერვისი გაეწეოდათ იმისდა მიუხედავად თუ რომელ ქალაქში იმყოფებიან და/ან სადაა ტერიტორიულად რეგისტრირებული უძრავი ნივთი ან ბიზნესი. ასევე აღარ იქნებოდა საჭირო დოკუმენტაციის ხელზე ჩაბარება და შეძლებდნენ ელექტრონულად განცხადების შეტანას, ეს კი რეგისტრატორს ფულის გამოძალვის ბერკეტს აცლის ხელიდან და სწრაფია სერვისი. კანონის მიხედვით უნდა მომხდარიყო ფრონს ოფისების დეცენტრალიზება და კერძო სექტორისთვის დოკუმენტის მიღების ფუნქციის გადაცემა. საპილოტე დონეზე ეს მოხერხდა და კონკრეტულმა ბანკმა შეითავსა ეს ფუნქცია, მაგრამ ასევე შეიძლებოდა ეს საქმე ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც ეკეთებინათ და მოქალაქეებს კი ბიზნესადაც ექციათ. თუმცა ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. მრავალი სახის ცვლილების გატარება იგეგმებოდა, რაც ხალხს ცხოვრებას გაუადვილებდა, მაგრამ ცვლილებებს ბევრი მტერიც გამოუჩნდა…

 "უკრაინის პოლიტიკური ელიტისთვის ღიად საუბარი ახალი ხილია, მაგრამ მოუწევთ ამ უნარების გამომუშავება და ამაში ისევ მიხეილ სააკაშვილი დაეხმარება. უკრაინის მოქალაქეებმა იციან სხვაობა ტყუილსა და მართალს, ან კორუმპირებულსა და რეფორმატორს შორის. მათ ვეღარავინ მოატყუებს, რადგან იციან რაა რუსული ნარჩენები - კორუფცია, გაჭირვება და ომი"– განაცხადა დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ მუხრან ბურჭულაძემ ჟურნალისტ ბერდია კალანდიას ინტერვიუში. მისივე განცხადებით, ტყუილად ეცდება ვინმე უკრაინელი ხალხის მოტყუებას, არარსებული საქმის რეკლამირებას და ხალხის ჯიბეებიდან ფულის პარვას. "მრჩება შთაბეჭდილება, რომ იაცენიუკის გუნდი საკუთარ თავს შემთხვევით მთავრობად მიიჩნევს და ამიტომაც არიდებს თავს საქმეს და პასუხისმგებლობას, კომპლექსების ადგილი კი პოლიტიკაში არაა. ხალხმა თავი გაწირა ახალი და ძლიერი სახელმწიფოსთვის, მაიდანი იყო საბჭოთა ნარჩენებისგან ქვეყნის წმენდისთვის ბრძოლა, მაგრამ, როგორც ვხედავ, ზოგიერთმა ცინიკოსმა ეს ვერ გაიგო. უკრაინის მთავრობას უნდა აფიქრებდეს ხალხის პასუხი უმოქმედობაზე, რაც გარდაუვალია" - თქვა ბურჭულაძემ. ბ.კ–წელიწად–ნახევრის მანძილზე თქვენ და თქვენი მეგობრები იუსტიციის მმართველობის სფეროში შემავალ სარეგისტრაციო სისტემზე მუშაობდით, მაგრამ მომენტალურად ჩამოგაცილეს. რატომ, რა გახდა ამის მიზეზი? თავი ვერ გაართვით თუ კორუმპირებული მამების თუ დეიდების მსხვრეპლი გახდით? მ.ბ–გუბერნატორები და ოლიგარქები უკრაინას წურბელებივით ასხედან და წოვენ სისხლს, მათ, სამწუხაროდ, გავლენა აქვთ ცენტრალურ ხელისუფლებაზე, ამის შედეგია ისიც, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კანონი ჯერ დაამახინჯეს, შემდეგ კი საერთოდ გადადეს. ჩვენ კონცეპტუალურად ვცვლიდით სისტემას, რაც კოფუფციას წერტილს უსვამს, მათ კი ეს არ აწყობთ. ჩვენ განვახორციელეთ საპილოტე პროექტები, გავხსენით ახალი სარეგისტრაციო სამსახურები სადაც ფულის აღება წარმოუდგენელია. დღეს დოკუმენტაციის მიღების ელექტრონული პროგრამაც ამოღებულია, ანუ მოქალაქე კვლავ ჩინოვნიკს შეეხვეწება საბუთების დროულად ჩაბარებას. ის, რომ სამინისტრომ გადაწყვიტა რეგისტრაციის ფუნქციის თვითმმართველობისთვის გადაცემა, სწორედ ოლიგარქების გავლენაზე მეტყველებს - ეს მათთვის ფულის დამატებით წყაროა. მე ვკითხე მინისტრს, თუ როგორ აპირებდა ხარისხის კონტროლს, თუ ფუნქციას სხვა სტრუქტურა ასრულებს და როგორ გააუმჯობესებდა სერვისის ხარისხს, თუ სამსახური მას აღარ დაექვემდებარებოდა, მაგრამ პასუხი მსგავს კითხვებზე არ მიმიღია. ჩვენ შევცვალეთ ბევრი რამ საქართველოში და ასევე შევცვლიდით უკრაინაში, ამიტომ მე ვერ ვიქნებოდი განტევების ვაცი და ვერცერთი ჩვენი გუნდის წევრი, ეს წმინდა ადამიანურად, პროფესიულად და თუნდაც პოლიტიკურად ღირსების საკითხია. თუ კიდებ საქმეს ხელს მიგყავს ბოლომდე. ბ.კ–ასევე მინდა შევეხო თქვენს მიერ დაწერილ კანონპროექტს. რა ბედი ეწია მას? მახსოვს იყო საუბარი რომ ეს კანონპროექტი არ ერგებოდა უკრაინას ? მ.ბუკრაინა თავად უნდა მოერგოს ახალ სტანდარტებს და ნაკლებ ბიუროკრატიას, ამით ამაღლდება უძრავი ქონების და ზოგადად, აქტივების ბრუნვვისუნარიანობა, ეს გაააქტიურებს უძრავი ქონების ბაზარს, მოიზიდავს ინვესტიციებს და გააძლიერებს მათ ეკონომიკას, რას აძლევს ამ ქვეყანას შანსს მიიღოს ფინანსური დახმარებაც და გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მხოლოდ ასეა შესაძლებელი გარე გამოწვევებთან გამკლავებაც. ჩვენს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი კი საბჭოთა ბიუროკრატიას ანგრევს. რუსულ საფრთხეს კი ეს ქვეყანა სწორედ ასე უნდა გაუმკლავდეს. მაგრამ კანონი რადას თაროზე აქვს შემოდებული და არ ვიცი რას ელოდებიან, ჩინოვნიკები ფულზე უარს არ იტყვიან ისევე როგორც მგელი კრავზე. ბ.კ–რა სახის კანონპროექტზეა საუბარი? მ.ბ–ტერიტორიული შეზღუდვა ამ კანონის მიხედვით იხსნება და მოქალაქეებს სარეგისტრაციო სამსახურებში სერვისი გაეწეოდათ იმისდა მიუხედავად თუ რომელ ქალაქში იმყოფებიან და/ან სადაა ტერიტორიულად რეგისტრირებული უძრავი ნივთი ან ბიზნესი. ასევე აღარ იქნებოდა საჭირო დოკუმენტაციის ხელზე ჩაბარება და შეძლებდნენ ელექტრონულად განცხადების შეტანას, ეს კი რეგისტრატორს ფულის გამოძალვის ბერკეტს აცლის ხელიდან და სწრაფია სერვისი. კანონის მიხედვით უნდა მომხდარიყო ფრონს ოფისების დეცენტრალიზება და კერძო სექტორისთვის დოკუმენტის მიღების ფუნქციის გადაცემა. საპილოტე დონეზე ეს მოხერხდა და კონკრეტულმა ბანკმა შეითავსა ეს ფუნქცია, მაგრამ ასევე შეიძლებოდა ეს საქმე ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც ეკეთებინათ და მოქალაქეებს კი ბიზნესადაც ექციათ. თუმცა ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. მრავალი სახის ცვლილების გატარება იგეგმებოდა, რაც ხალხს ცხოვრებას გაუადვილებდა, მაგრამ ცვლილებებს ბევრი მტერიც გამოუჩნდა... ბ.კ–თავად პრეზიდენტთან თუ ქონდათ ამ თემაზე საუბარი? მ.ბ–პრეზიდენტისთვის ცნობილია რა სჭირდება ქვეყანას, მაგრამ მთავრობა იმისთვისაა, რომ მიხედოს კონკრეტულ საქმეებს. ქვეყანა ომშია და პრეზიდენტი პოროშენკო ძალისხმევას არ იშურებს, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, მაგრამ გუბერნატორები და ოლიგარქები ამას არ ითვალისწინებენ. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაუმკლავდება ამ პრობლემებს, თუ მკაცრად მიუდგება პოლიტიკურ ვიგინდარებს. ბ.კ–ოდესაში დაანონსდა იუსტიციის სახლის ტიპის მომსახურების ბიუროს გახსნა, რომელიც, წესით, სექტემბერში უნდა გახსნილიყო. პროექტი სავარაუდოდ, ვადებში ვერ განხორციელდება. რა იყო ამის მიზეზი? მ.ბ–ამის მიზეზი ცხადია საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების გაჭიანურებაა. იგივე იუსტიციის სახლი არის მხოლოდ სივრცე სადაც სხვა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები გემსახურებათ, რა აზრი აქვს ისეთი სივრცის შენებას სადაც რიგები და ფულის გამოძალვა გაგრძელდება. ამიტომ რეფორმა უნდა გატარდეს კონკრეტულ სისტემაში, რომ იყოს ჯანსაღი გარემო და სრულყოფილი სერვისი, ამის შემდეგ კი ნებავთ იუსტიციის სახლში მოემსახურონ მოქალაქეს და თუნდაც რომელიმე ბიზნესცენტრის ერთ-ერთ მარკეტში. ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ ადმინისტრაციულ სივრცეებში რადგან სერვისების აუთსორსინგი ამ საუკუნის აღმოჩენაა, ნაკლები ცენტრალიზება უდრის ნაკლებ ადმინისტრაციულ ხარჯს. ბ.კ–უკრაინის კორუმპირებული ჩინოვნიკების დემოკრატიული მოვლენების მიმართ წინააღმდეგობა გასაგებია – მათ, საკუთარ ფასად არ უნდათ იმ სინამდვილეების შეცვლა, რომელსაც მოერგნენ, მაგრამ რა ხდება ქვედა რგოლზე და ასევე ხალხს აქვს თუ არა მზაობა მონაწილე გახდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და უშუალოდ თქვენს სისტემაში რაში გამოიხატებოდა ეს მზაობა, თუკი ეს შეინიშნებოდა. მ.ბ–ქვედა რგოლს რაც შეეხება წავუყენეთ პირობა - ან ერთვებით რეფორმაში და ეს ნიშნავს თქვენივე წარმატებას, ან დაემშვიდობებით სამსახურს. ბევრი მათგანი ჩაერთო ამ საქმეში და, მართალი გითხრათ, მათმა მოტივაციამ გამაოცა, ზოგს დავემშვიდობეთ და მათი ადგილები სტუდენტებით შევავსეთ. მახსოვს მათი მონდომება და შემართება. მოქალაქეებს რაც შეეხებათ, ისინი თავად გრძნობდნენ ცვლილებებს, როდესაც ჩვენს მიერ გახსნილ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავდნენ, მათ არავინ სთხოვდა რეგისტრაციისთვის ორას დოლარს და არავინ აყენებდა კილომეტრიან რიგში. ხალხი კმაყოფილი იყო. ჩვენ გვქონდა ჩვენი კონცეფციის თაობაზე შეხვედრები ბანკების ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და არასამთავრობო სექტორთან, ისინი სიხარულით ხვდებოდნენ ცვლილებებს და ხედავდნენ საკუთარ ინტერესს. ხალხს უნდა ცვლილებები, თუნდაც ძალიან მტკივნეული, მაგრამ დღემდე ვერ აღირსეს. ამას კი ხალხი მთავრობას მალე ძალიან მკაცრად მოსთხოვს.წელიწადნახევრის მანძილზე მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით უსწრაფესი ტემპით გაგვეტარებინა იუსტიციის მმართველობის სფეროში შემავალი სარეგისტრაციო სისტემა. ჩვენ არ გვაშინებდა საბჭოთა კანონმდებლობა და ქვედა რგოლის წინააღმდეგობა, ეს დავძლიეთ, მაგრამ მთავარ გამოწვევად სწორედ მთავრობა გვექცა. ვცდილობდით დაგვეძლია კორუფცია რომლის მეტასტაზებიც მთავრობაშია და საბოტაჟი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია უკრაინის მედიასთან, ბიზნეს თუ არასამთავრობო სექტორთან და ისინი ინფორმირებულები არიან. ახალი კადრი რომლითაც სარეგისტრეაციო სამსახურები დავაკომპლექტეთ, ჩემი ბოლო ვიზიტის დასრულების დღესვე გაუშვეს სახლში და მიიღეს ახლობლების შვილები, ხალხი ვინც ჩინოვნიკის ნებას აღასრულებს და არა კანონს. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისგან დღესაც ვიღებ წერილებს, რომ მათ რცხვენიათ იქ მუშაობის გაგრძელება, რადგან ჩვენი დაწერილი კანონპროექტი წელიწადია „ტიანშანივით“ თაროზე აქვს რადას შემოდებული და რეფორმა სიტყვებად დარჩა, ჩვენი ნაშენები და ახალი კონცეფციით მოწყობილი ოფისები ქერის ორმოებად იქცა, ხოლო დატრენინგებული და მოტივირებული ადამიანები სამსახურიდან დაითხოვეს. ბ.კ–თქვენ თქვით, რომ «იაცენიუკის გუნდი საკუთარ თავს შემთხვევით მთავრობად მიიჩნევს და ამიტომაც არიდებს თავს საქმეს და პასუხისმგებლობას» -ამავე დროს დასავლეთი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს, უფრო მეტიც, ამბობენ, რომ უკრაინამ სასწაულების გაკეთება შეძლო ამ ხნის მანძილზე. მ.ბ.- მოქმედი მთავრობის წევრები საკუთარ ადგილებს მაიდანს უნდა უმადლოდენ, სხვა შემთხვევაში ისინი იქ არ ისხდებოდნენ. მათ ხალხი ენდო და ამ ხალხის ღალატი პუტინის წისქვილზე წყლის დასხმაა, ამიტომ მთავრობა მუხლჩაუხრელად უნდა შრომობდეს. პუტინს რაც არ სჭირდება, ეს რუსეთის გარშემო წარმატებული და სუვერენული სახელმწიფოებია, რადგან მისთვის სხვისი პროგრესი საფრთხეა. დასავლელ მოკავშირეებს რაც შეეხებათ, მათ აუცილებლად უნდა დაუჭირონ უკრაინას მხარი, როგორც გამოცდილებით და კონსულტაციებით, ასევე ფინანსურად და იარაღით. ბუნებრივია მათ უნდა შეაფასონ ის მცირედი პროგრესიც რაც ქვეყანაშია, მაგრამ ომის პირობებში სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს ძალიან ცოტაა. საჭიროა დიდი და სწრაფი ცვლილებები. ბ.კ–სააკაშვილთან თუ ქონიათ ამ თემაზე საუბარი? მ.ბ–ბუნებრივია, ჩვენ ხშირად გვისაუბრია და ერთობლივად განგვიხილავს თითოეული დეტალი. ის მოქმედებს აბსოლუტური სიზუსტით და დგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს. მე იმედი მაქვს, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია, იმ წესებით, რომლითაც საქართველოშიც გავუმკლავდით. ან ატარებ სრულფასოვან რეფორმას ან ნებდები, თუ მიზნის მიღწევა გსურს არ უნდა გაჩერდე. გული მწყდება მხოლოდ იმაზე რომ კორუფციულ სისტემას სუსტები უკმევენ და ამით აძლიერებენ მას. მთავრობის ზოგიერთ წევრს აინტერესებს პიარი, ეს კი შედეგის გარეშე შეუძლებელია. თვითმიზანი უნდა იყოს საქმე და ცხადია, ეს საქმე არც დაიმალება. ბ.კ–თქვენი აზრით იაცენიუკის მისამართით მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა ამგვარ ფაქტებს ხომ არ უკავშირდება ? მ.ბ–არ გამოვრიცხავ რადგან ის ჩემგანაც ინფორმირებულია. მე მას ვაცნობდი ინფორმაციას რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სააკაშვილი ამჟამად არის ოდესის ოლქის გუბერნატორი და მისი შესაძლებლობებიც გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი ბარიერის გადალახვაც თუ სწორად იმოქმედებ. უკრაინა მზადაა დიდი რეფორმებისთვის და ის მას მიიღებს.

ბ.კ–თავად პრეზიდენტთან თუ ქონდათ ამ თემაზე საუბარი?

მ.ბ–პრეზიდენტისთვის ცნობილია რა სჭირდება ქვეყანას, მაგრამ მთავრობა იმისთვისაა, რომ მიხედოს კონკრეტულ საქმეებს. ქვეყანა ომშია და პრეზიდენტი პოროშენკო ძალისხმევას არ იშურებს, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, მაგრამ გუბერნატორები და ოლიგარქები ამას არ ითვალისწინებენ. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაუმკლავდება ამ პრობლემებს, თუ მკაცრად მიუდგება პოლიტიკურ ვიგინდარებს.

ბ.კ–ოდესაში დაანონსდა იუსტიციის სახლის ტიპის მომსახურების ბიუროს გახსნა, რომელიც, წესით, სექტემბერში უნდა გახსნილიყო. პროექტი სავარაუდოდ, ვადებში ვერ განხორციელდება. რა იყო ამის მიზეზი?

მ.ბ–ამის მიზეზი ცხადია საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებების გაჭიანურებაა. იგივე იუსტიციის სახლი არის მხოლოდ სივრცე სადაც სხვა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები გემსახურებათ, რა აზრი აქვს ისეთი სივრცის შენებას სადაც რიგები და ფულის გამოძალვა გაგრძელდება. ამიტომ რეფორმა უნდა გატარდეს კონკრეტულ სისტემაში, რომ იყოს ჯანსაღი გარემო და სრულყოფილი სერვისი, ამის შემდეგ კი ნებავთ იუსტიციის სახლში მოემსახურონ მოქალაქეს და თუნდაც რომელიმე ბიზნესცენტრის ერთ-ერთ მარკეტში. ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ ადმინისტრაციულ სივრცეებში რადგან სერვისების აუთსორსინგი ამ საუკუნის აღმოჩენაა, ნაკლები ცენტრალიზება უდრის ნაკლებ ადმინისტრაციულ ხარჯს.

ბ.კ–უკრაინის კორუმპირებული ჩინოვნიკების დემოკრატიული მოვლენების მიმართ წინააღმდეგობა გასაგებია – მათ, საკუთარ ფასად არ უნდათ იმ სინამდვილეების შეცვლა, რომელსაც მოერგნენ, მაგრამ რა ხდება ქვედა რგოლზე და ასევე ხალხს აქვს თუ არა მზაობა მონაწილე გახდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და უშუალოდ თქვენს სისტემაში რაში გამოიხატებოდა ეს მზაობა, თუკი ეს შეინიშნებოდა.

მ.ბ–ქვედა რგოლს რაც შეეხება წავუყენეთ პირობა – ან ერთვებით რეფორმაში და ეს ნიშნავს თქვენივე წარმატებას, ან დაემშვიდობებით სამსახურს. ბევრი მათგანი ჩაერთო ამ საქმეში და, მართალი გითხრათ, მათმა მოტივაციამ გამაოცა, ზოგს დავემშვიდობეთ და მათი ადგილები სტუდენტებით შევავსეთ. მახსოვს მათი მონდომება და შემართება. მოქალაქეებს რაც შეეხებათ, ისინი თავად გრძნობდნენ ცვლილებებს, როდესაც ჩვენს მიერ გახსნილ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავდნენ, მათ არავინ სთხოვდა რეგისტრაციისთვის ორას დოლარს და არავინ აყენებდა კილომეტრიან რიგში. ხალხი კმაყოფილი იყო. ჩვენ გვქონდა ჩვენი კონცეფციის თაობაზე შეხვედრები ბანკების ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და არასამთავრობო სექტორთან, ისინი სიხარულით ხვდებოდნენ ცვლილებებს და ხედავდნენ საკუთარ ინტერესს. ხალხს უნდა ცვლილებები, თუნდაც ძალიან მტკივნეული, მაგრამ დღემდე ვერ აღირსეს. ამას კი ხალხი მთავრობას მალე ძალიან მკაცრად მოსთხოვს.წელიწადნახევრის მანძილზე მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით უსწრაფესი ტემპით გაგვეტარებინა იუსტიციის მმართველობის სფეროში შემავალი სარეგისტრაციო სისტემა. ჩვენ არ გვაშინებდა საბჭოთა კანონმდებლობა და ქვედა რგოლის წინააღმდეგობა, ეს დავძლიეთ, მაგრამ მთავარ გამოწვევად სწორედ მთავრობა გვექცა. ვცდილობდით დაგვეძლია კორუფცია რომლის მეტასტაზებიც მთავრობაშია და საბოტაჟი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია უკრაინის მედიასთან, ბიზნეს თუ არასამთავრობო სექტორთან და ისინი ინფორმირებულები არიან. ახალი კადრი რომლითაც სარეგისტრეაციო სამსახურები დავაკომპლექტეთ, ჩემი ბოლო ვიზიტის დასრულების დღესვე გაუშვეს სახლში და მიიღეს ახლობლების შვილები, ხალხი ვინც ჩინოვნიკის ნებას აღასრულებს და არა კანონს. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისგან დღესაც ვიღებ წერილებს, რომ მათ რცხვენიათ იქ მუშაობის გაგრძელება, რადგან ჩვენი დაწერილი კანონპროექტი წელიწადია „ტიანშანივით“ თაროზე აქვს რადას შემოდებული და რეფორმა სიტყვებად დარჩა, ჩვენი ნაშენები და ახალი კონცეფციით მოწყობილი ოფისები ქერის ორმოებად იქცა, ხოლო დატრენინგებული და მოტივირებული ადამიანები სამსახურიდან დაითხოვეს.

burchuladze muxani

ბ.კ–თქვენ თქვით, რომ «იაცენიუკის გუნდი საკუთარ თავს შემთხვევით მთავრობად მიიჩნევს და ამიტომაც არიდებს თავს საქმეს და პასუხისმგებლობას» -ამავე დროს დასავლეთი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს, უფრო მეტიც, ამბობენ, რომ უკრაინამ სასწაულების გაკეთება შეძლო ამ ხნის მანძილზე.

მ.ბ.- მოქმედი მთავრობის წევრები საკუთარ ადგილებს მაიდანს უნდა უმადლოდენ, სხვა შემთხვევაში ისინი იქ არ ისხდებოდნენ. მათ ხალხი ენდო და ამ ხალხის ღალატი პუტინის წისქვილზე წყლის დასხმაა, ამიტომ მთავრობა მუხლჩაუხრელად უნდა შრომობდეს. პუტინს რაც არ სჭირდება, ეს რუსეთის გარშემო წარმატებული და სუვერენული სახელმწიფოებია, რადგან მისთვის სხვისი პროგრესი საფრთხეა. დასავლელ მოკავშირეებს რაც შეეხებათ, მათ აუცილებლად უნდა დაუჭირონ უკრაინას მხარი, როგორც გამოცდილებით და კონსულტაციებით, ასევე ფინანსურად და იარაღით. ბუნებრივია მათ უნდა შეაფასონ ის მცირედი პროგრესიც რაც ქვეყანაშია, მაგრამ ომის პირობებში სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს ძალიან ცოტაა. საჭიროა დიდი და სწრაფი ცვლილებები.

ბ.კ–სააკაშვილთან თუ ქონიათ ამ თემაზე საუბარი?

მ.ბ–ბუნებრივია, ჩვენ ხშირად გვისაუბრია და ერთობლივად განგვიხილავს თითოეული დეტალი. ის მოქმედებს აბსოლუტური სიზუსტით და დგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს. მე იმედი მაქვს, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია, იმ წესებით, რომლითაც საქართველოშიც გავუმკლავდით. ან ატარებ სრულფასოვან რეფორმას ან ნებდები, თუ მიზნის მიღწევა გსურს არ უნდა გაჩერდე. გული მწყდება მხოლოდ იმაზე რომ კორუფციულ სისტემას სუსტები უკმევენ და ამით აძლიერებენ მას. მთავრობის ზოგიერთ წევრს აინტერესებს პიარი, ეს კი შედეგის გარეშე შეუძლებელია. თვითმიზანი უნდა იყოს საქმე და ცხადია, ეს საქმე არც დაიმალება.

ბ.კ–თქვენი აზრით იაცენიუკის მისამართით მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა ამგვარ ფაქტებს ხომ არ უკავშირდება ?

მ.ბ–არ გამოვრიცხავ რადგან ის ჩემგანაც ინფორმირებულია. მე მას ვაცნობდი ინფორმაციას რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სააკაშვილი ამჟამად არის ოდესის ოლქის გუბერნატორი და მისი შესაძლებლობებიც გარკვეულ ჩარჩოებში ექცევა, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი ბარიერის გადალახვაც თუ სწორად იმოქმედებ. უკრაინა მზადაა დიდი რეფორმებისთვის და ის მას მიიღებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 8, 2015 13:58

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics