ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ რამდენიმე პუნქტი შევიდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 9, 2015 20:40

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ რამდენიმე პუნქტი შევიდა

ჰელსინკში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ საბოლოო დეკლარაციაში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. 39-ე მუხლში კიდევ ერთხელაა გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებაში; ასევე დაფიქსირებულია „საქართველოს და მოლტოვის უფლება იყვნენ თავისუფალნი ყოველგვარი ძალდატანებისგან რუსეთის ფედერაციის მხრიდან.“
რეზოლუციის დეკლარაციის 115-ე პუნქტში ჩაიწერა მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ რათა მან გაითვალისწინოს ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ინსტიტუტის (OSCE/ODIHR) მიერ გასულ დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები. ანგარიში, რომელსაც 14 ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ წარმოებულ სასამართლოებზე დაკვირვებისას ეუთოს ექსპერტები ერთი წლის განმავლობაში ამზადებდნენ საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების სისტემატიურ შეზღუდვაზე, წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზე, პოლიტიკურ ჩარევაზე პროკურატურის საქმიანობაში და ა.შ.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა უმრავლესობიდან აღნიშნული პუნქტის წაშლა მოითხოვა, რაც კომიტეტმა არ დააკმაყოფილა. მოგვიანებით ეს მოთხოვნა პლენარულ სხდომაზე დელეგაციის ხელმძღანელმა თედო ჯაფარიძემაც დააყენა და კენჭისყრა მოითხოვა თუმცა ამჯერადაც ამბსოლუტური უმრავლესობით, 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პარაგრაფის ინიცირება შვედეთის დელეგაციის მიერ მოხდა, რომელსაც მხარს სხვადსხვა ქვეყნის წარმომადგენლები უჭერდნენ.
რეზოლუციის 114-ე პუნქტში, შეშფოთებაა გამოხატული ეუთოს წევრ სხვადასხვა სახემლმწიფოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების გამო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 9, 2015 20:40