„ეს კეთდება იმისთის, რომ როგორმე არჩევნების წინ „რუსთავი 2“ გააჩუმონ“

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2015 16:46 განახლებულია

„ეს კეთდება იმისთის, რომ როგორმე არჩევნების წინ „რუსთავი 2“ გააჩუმონ“

მნიშვნელოვანი

  • "კურიერის" წამყვანის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის 21 წლიანი მუშაობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დადგა.

სხვა სტატიები

“კურიერის” წამყვანის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის 21 წლიანი მუშაობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დადგა.

მისი თქმით, ტელეკომპანიას ჩაკეტილი აქვს ყველა გზა, იმისთვის, რომ ფინანსები მოიზიდოს.

„რუსთავი 2“-ის 21 წლიანი მუშაობის პერიოდში ალბათ დღეს, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დადგა. ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტა ნორმალური ფუნქციონირებისთის. ესაა გამოცხადებული ომი და როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ეს არის პრაქტიკულად „რუსთავი 2“-ის დახურვა. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს შემთხვევით გავიგეთ ნიშნავს იმას, რომ „რუსთავი 2“-ს ხურავენ. ჩვენ ჩაკეტილი გვაქვს აბსოლუტურად ყველა გზა, იმისთვის, რომ ფინანსები მოვიზიდოთ. ერთი თვის წინ ჩვენ შეგვეზღუდა ბანკებთან ურთიერთობა, დღეს უკვე შეეზღუდათ კომპანიის დამფუძნებლებს რაიმე სახის ინვესტიციის ჩადება. ეს კეთდება იმისთის, რომ როგორმე არჩევნების წინ „რუსთავი 2“ გააჩუმონ და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა შეზღუდონ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთის, რომ დავიცვათ ქვეყანაში, როგორც სიტყვის თავისუფლება, ასვევე თითოეული ჩვენგანის შრომის თავისუფლება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ დაგვჭირდებოდა ანგარიშების გამოცხადება და ასე მიმართვა მოსახლეობისთის, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ „რუსთავი 2“ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო და ჩვენ იძულებული ვართ მოგმართოთ თხოვნით, რომ ფინანსურად დაგვეხმაროთ და იმედია, რომ ეს დახმარება იქნება. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ არცერთი წამით არ ვაპირებთ უკან დახევას, ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველაფრისთვის და „რუსთავი 2“ ისევ ისე იქნება თქვენს გვერდით, როგორც ეს 21 წლის განმავლობაში იყო“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2015 16:46 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics