“ეს იყო სააკაშვილის, დამნაშავე მატყუარას მორიგი გამოხტომა”

news
ავტ.: news აგვისტო 5, 2015 20:35

“ეს იყო სააკაშვილის, დამნაშავე მატყუარას მორიგი გამოხტომა”

მნიშვნელოვანი

  • რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში შეიქმნა ჯანდაცვის სისტემა, სადაც ექიმების ანაზღაურება ხუთიდან თხუთმეტი ათას დოლარამდე იყო.

სხვა სტატიები

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში შეიქმნა ჯანდაცვის სისტემა, სადაც ექიმების ანაზღაურება ხუთიდან თხუთმეტი ათას დოლარამდე იყო.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ექს-პრეზიდენტის ამ განცხადებას ეხმაურება.

„რა კომენტარი უნდა გავაკეთო? უბრალოდ სირცხვილია. ეს არის დამნაშავე მატყუარას მორიგი გამოხტომა. სწორედ ასე შეიძლება ვუწოდოთ სააკაშვილის ამ განცხადებას, რადგან მან მოახერხა და ბოლომდე დაანგრია ის სისტემა, რომელიც არც მანამდე იყო ძლიერი. სააკაშვილმა ხელმიუწვდომელ ჯანდაცვას, ექიმების და პაციენტების ჩაგვრასა და ურთიერთდაპირისპირებას დაუდო სათავე. ამ ანაზღაურებით შეიძლებოდა სისტემაში ყოფილიყო რამდენიმე პირი, ისიც აუცილებლად მის ოჯახთან დაახლოებული. ასევე, ის ბიზნესმენ-ექიმები, რომელთაც გაურკვევლად მოიპოვეს კლინიკები საკუთრებაში. თუმცა, არიან კეთილსინდისიერი მესაკუთრეებიც. ამიტომ ვერ ვიმსჯელებთ ასეთი ბიზნესმენ-ექიმებით, რადგან ის ექიმები, რომლებიც მხოლოდ ხელფასზე ცხოვრობენ, ძალიან მძიმე ვითარებაში იყვნენ, რადგან დანაკარგი ჯანდაცვის სისტემაში არის ძალიან დიდი. მიუხედავად იმისა, რომ მე მივესალმები საყოველთაო ჯანდაცვას, ვთვლი, სახელმწიფოს მიმაჩნია, რომ ჩვენი ფული მაინც გაურკვევლად იხარჯება ამ სისტემაში და საჭიროა გაცილებით ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველყოფა. საჭიროა, ამ თანხის დიდი ნაწილი ხმარდებოდეს ექიმებს და პაციენტებს და არა კომპანიებს, რომელთა შემოსავალი ისედაც ძალიან დიდია“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

news
ავტ.: news აგვისტო 5, 2015 20:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics