“ეს არ არის საგანგაშო, ციფრები სურათის ანალიზის საშუალებას არ იძლევა,” – წულუკიანი IDFI-ს კვლევაზე

news
ავტ.: news აპრილი 16, 2015 11:49

“ეს არ არის საგანგაშო, ციფრები სურათის ანალიზის საშუალებას არ იძლევა,” – წულუკიანი IDFI-ს კვლევაზე

მნიშვნელოვანი

  • ეს არ არის საგანგაშო, ციფრები სურათის ანალიზის საშუალებას არ იძლევა," - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევას, სადაც საუბარია, რომ 2012 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსტრადაციის შესახებ მონაცემები.

სხვა სტატიები

ეს არ არის საგანგაშო, ციფრები სურათის ანალიზის საშუალებას არ იძლევა,” – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევას, სადაც საუბარია, რომ 2012 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსტრადაციის შესახებ მონაცემები.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად – 70-დან 9 პროცენტამდე შემცირდა.

“საუბარია იმაზე, რომ ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, რა მონაცემებიც მე მაქვს ნანახი, 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20, ხოლო 2014 წელს 15-დან – 13. ამიტომ მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ და მხოლოდ ციფრები არ იძლევა სურათის ანალიზის საშუალებას”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება მიმდინარე 2014-2015 წლების სამუშაოს, ამის შედეგები გამოჩნდება და ციფრებში აისახება არა წელს, არამედ გაისად, რადგან “დღეს დაწყებული პროცედურები, შედეგს მოიტანს მხოლოდ გაისად,” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

news
ავტ.: news აპრილი 16, 2015 11:49