“ეს არის ხელისუფლების პროვოკაცია კარბელაშვილის წინააღმდეგ”

news
ავტ.: news აგვისტო 10, 2015 12:34

“ეს არის ხელისუფლების პროვოკაცია კარბელაშვილის წინააღმდეგ”

მნიშვნელოვანი

  • როგორც საგანგებო ბრიფინგზე გოკა გაბაშვილმა განაცხადა, პოლიციელების რაოდენობა, ვინც იქ იყო, მათი აგრესია და შენგებულად წასვლა პროვოკაციაზე მეტყველებს იამზე, რომ ეს იყო უშუალოდ კარბელაშვილის წინააღმდეგ დაგგემილი პროვოკაცია.

სხვა სტატიები

“ნაციონალური მოძრაობა” დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავებას პროვოკაციად აფასებს და პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე გოკა გაბაშვილმა განაცხადა, პოლიციელების რაოდენობა, ვინც იქ იყო, მათი აგრესია და შენგებულად წასვლა პროვოკაციაზე მეტყველებს იამზე, რომ ეს იყო უშუალოდ კარბელაშვილის წინააღმდეგ დაგგემილი პროვოკაცია.

“მინდა გამოვეხმაურო იმ საქმეს, რომელიც როგორც ჩანს, შეგნებულად მოუწყვეს ჩვენს კოლეგას გიორგი კარბელაშვილს. გიორგი კარბელშვილი იმყოფებოდა აგვისტოს ომში დაღუპული მეგობრის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მებრძოლის დავით ბლიაძის, რომელიც ცხინვალში დაიღუპა, მოსახსენიებელ საღამოზე. სადაც იყვნენ მისი თანამებძრლები. იქიდან იგი წამოვიდა დავით ბლიაძის ბიძაშვილთან ელგუჯა ბლიაძესთან ერთად, რა დროსაც გზა გადაუღობა პოლიციამ. ჩვენ ეს ჩვეულებრივი პოლიციური შემოწმება გვეგონებოდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ცხადია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. როგორც ჩანს, პოლიციამ იცოდა, რომ ეს საღამო იმართებოდა და იქ ჩვენი დეპუტატი იმყოფებოდა. პოლიცია განსაკუთრებით აგრესიული იყო, რამაც გამოიწვია შეხლა-შემოხლა. ეს არის აშკარა პროვოკაცია, უფლებამოსილების გადამეტება. კარგად გვესმის რა არის ამ ხელისუფლების პრიორიტეტები. ეს არის პროვოკაციები ოპოციზიის წარმომადგენლების მიმართ, როცა საქმე ეხება ასეთ საღამოს. რა თქმა უნდა არავინ ითხოვს პრივილეგიებს და იმას, რომ შემოწმება ჩატარებული არ იყოს, მაგრამ ყველაფერი ეს, იმ პოლიციელების რაოდენობა, ვინც იქ იყო, მათი აგრესია და შენგებულად წასვლა პროვოკაციაზე მეტყველებს იამზე, რომ ეს იყო უშუალოდ კარბელაშვილის წინააღმდეგ დაგგემილი პროვოკაცია ხელისუფლების მიერ. მოვითოხვთ ამ ფაქტის გამოძიებას, მათ დასჯას, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა და ელგუჯა ბლიაძის განთავისუფლებას, რადგან ის ახლაც დაკავებულია”, – განაცხადა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ღამის საათებში, სოფელ ქვიშხეთში მოხდა. დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით გააჩერა, რასაც მასსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გიორგი კარბელაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კარბელაშვილი ამ დროისთვის უკვე განთავისუფლებულია.

news
ავტ.: news აგვისტო 10, 2015 12:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics