“ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ” – პრემიერი ე.წ. საზღვრის შესახებ დონალდ ტუსკს ესაუბრა

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 13:30

“ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ” – პრემიერი ე.წ. საზღვრის შესახებ დონალდ ტუსკს ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეხვედრის დროს განხილული იყო ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ასევე რეგიონში და ქვეყანაში არსებული ვითარება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მან დონალდ ტუსკს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს.

“შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებაც. მე საქართველოს მთავრობის მთავრობის სახელით გამოვხატე შეშფოთება და ვთქვი, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ და ვითარების ესკალაციის საბაბი არ უნდა მივცეთ არავის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქაღთველოს მხარდაჭერისთვის ასოცირების პროცესში.

“ბატონი დონალდ ტუსკი საქართველოს ევროპულ განვითარებას მხარს უჭერს, ის ძალღონეს არ იშურებს ამ პროცესისთვის. ეს ყვალაფერი გამოჩნდა რიგის სამიტზეც. ეს იყო სამიტი სადაც დადასტურდა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს ევროკავშირთა ამბიციური გეგმა და მიზნები,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 13:30