,, ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ”

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 15:43

,, ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ”

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პროკურატურა არის ყველაზე ორგანიზებული და ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალული ორგანიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციის დასასრულს განაცხადა.

სხვა სტატიები

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პროკურატურა არის ყველაზე ორგანიზებული და ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალული ორგანიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციის დასასრულს განაცხადა.
ბადაშვილმა კონფერენციის ფარგლებში საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრის არჩევის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა.
“პირველ რიგში მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული პროკურორის, გამომძიებლის, იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც ამ სამი დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელად იშრომა და მოგვცა საშუალება, ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან ორგანიზებულად ჩაგვეტარებინა საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველი პროკურორთა კონფრენცია. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველოს პროკურატურა არის ყველაზე ორგანიზებული და ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალული ორგანიზაცია. ეს არის თითოეული თქვენგანი დამსახურება და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ”, – განაცხადა ბადაშვილმა.
მთავარი პროკურორის შეფასებით, აღნიშნულ არჩევნებს დამარცხებული არ ჰყავს და მასში ყველა პროკურორმა თანაბრად გაიმარჯვა.
“მინდა, მივულოცო არჩეულ საპროკურო საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველ არჩევნებში მონაწილეობა და კოლეგების ნდობის და მანდატის მოპოვება, მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ. აქ არ არსებობს დამარცხებული”, – აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 15:43