“ეს არის არაპროფესიონალურად და არაკომპეტენტურად დაგეგმილი ბიუჯეტი,“ – ვიქტორ დოლიძე

news
ავტ.: news ივნისი 5, 2015 16:22 განახლებულია

მნიშვნელოვანი

  • პარლამენტარები საბოლოოდ აჯერებენ პოზიციებს წლევანდელი ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ცვლილებების პროექტი უახლოეს დღეებში მზად იქნება და შემდეგ ის პრალამენტმა უნდა დაამტკიცოს. წინასწარი მონაცემებით, უმრავლესების წევრები დაუჭერენ მხარს ამ ცვლილებებს.

სხვა სტატიები

პარლამენტარები საბოლოოდ აჯერებენ პოზიციებს წლევანდელი ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ცვლილებების პროექტი უახლოეს დღეებში მზად იქნება და შემდეგ ის პრალამენტმა უნდა დაამტკიცოს. წინასწარი მონაცემებით, უმრავლესების წევრები დაუჭერენ მხარს ამ ცვლილებებს.

“ალბათ 300-დან 500 მილიონი ლარის ფარგლებში მოხდება კორექტირება,“ – ვარაუდობს ზურაბ ტყემალაძე.

საკუთარი მოთხოვნები აქვს საპარლამენტო ოპოზიციასაც. ისინი აცხადებენ, რომ ბიუჯეტი იყო არასწორად დაგეგმილი და ვარაუდობენ, რომ ცვლილებები შეეხება, როგორც სოციალურ და ინფრასტრუქტურულ, ასევე ჯანდაცვის ხარჯებსაც. მათი თქმით, პასუხისმგებლობა ყველაფერზე მთავრობამ უნდა აიღოს.

“ფული მეტი ჭირდებათ სამინისტროებს და რეალურად მთავრობა აკეთებს სეკვესტრს,” – აცხადებს გიგი წერეთელი.

თავისუფალ დემოკრატებისთვის გაუგებარია ვინ დაგეგმა 5 პროცენტიანი ზრდა, მაშინ როდესაც ასეთი სირთულეები იყო მოსალოდნელი.

“ეს არის არაპროფესიონალურად და არაკომპეტენტურად დაგეგმილი ბიუჯეტი,“ – განაცხადა ვიქტოე დოლიძემ.

news
ავტ.: news ივნისი 5, 2015 16:22 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,257
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics