ესტონეთში არჩევნები პროდასავლელმა რეფორმატორებმა მოიგეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 2, 2015 12:22

ესტონეთში არჩევნები პროდასავლელმა რეფორმატორებმა მოიგეს

მნიშვნელოვანი

  • გუშინ 1 მარტს ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც წინასწარი მონაცემებით პროდასავლურმა მემარჯვენე ლიბერალ-რეფორმატორულმა პარტიამ გაიმარჯვა.

სხვა სტატიები

Prime Minister of Estonia, Taavi Roivas at the European Commissionგუშინ 1 მარტს, ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც წინასწარი მონაცემებით ისევ პროდასავლურმა მემარჯვენე ლიბერალ-რეფორმატორულმა პარტიამ გაიმარჯვა.

ესტონეთის პარლამენტში, რომელშიც 101 დეპუტატია… გამარჯვებულმა ლიბერალ-რეფორმატორებმა 28% – 30 ადგილი აიღეს, მეორე ადგილზე პრორუსული ცენტრისტული პარტია გავიდა 25%-თ და 27 ადგილით პარლამენტში, ხოლო მესამე ადგილზე სოციალ-დემოკრატები არიან 15 ადგილით. არჩევნებში მონაწილე კიდევ სამმა პარტიამ, ესტონეთის პარლამენტში ჯამში 29 ადგილი აიღო.

არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველი რეფორმატორული კოალიცია და მისი ლიდერი, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი, 35 წლის ტაავი რივასუ ხელისუფლებაში რჩებიან.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 2, 2015 12:22

Google სტატისტიკა


5,063
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics