ესტონეთის პრეზიდენტი – დღეისთვის, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გზაჯვარედინზე

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 20:06

ესტონეთის პრეზიდენტი – დღეისთვის, ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გზაჯვარედინზე

მნიშვნელოვანი

  • ევროპის უსაფრთხოების გარემო დღეს მთლიანად შეცვლილია და ამის საწყის წერტილად ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ 2008 წელი საქართველოში,

სხვა სტატიები

ევროპის უსაფრთხოების გარემო დღეს მთლიანად შეცვლილია და ამის საწყის წერტილად ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ 2008 წელი საქართველოში, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრით განვითარებული პროცესები სხვა სახელმწიფოებსაც შეეხო.

“შესანიშნავია, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. მე 2011 წელსაც ვეწვიე საქართველოს ბათუმში, რომ არაფერი ვთქვათ 1997 წელსა და 1988 წელზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მოვლენა გახლდათ 2008 წელს სტუმრობა, რადგან რუსეთის ცაზე გადმოფრენა მაშინ არ იყო ძალიან უხიფათო და აზერბაიჯანიდან, შემოვლითი გზებით მომიწია საქართველოში ჩამოღწევა. მეტიც, მანქანით ჩამოვედით საქართველოში სწორედ გახურებული ომის პერიოდში.

დღეისთვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გზაჯვარედინზე, მაშინ, როდესაც ევროპის უსაფრთხოების გარემო მთლიანად შეცვლილია და ამის საწყის წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2008 წელი საქართველოში, რუსეთის შემოჭრის სახით. ჩვენც შეგვეხო მთელი ეს პროცესი – ლატვიელებს, ლიტველებს, ესტონელებს. ფაქტობრივად, ამის შედეგად ახალი უსაფრთხოების გარემო შეიქმნა”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ესტონეთი არ დაიშურებს ძალისხმევას და “საკმაოდ ძლიერ მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”.

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 20:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics