ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ტურნირი გააჩერა ქვეყანაში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2015 13:23

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ტურნირი გააჩერა ქვეყანაში

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განუსაზღვრელი დროით გააჩერა ყველა შიდა თამაში ქვეყნის ხელისუფლებასთან არსებული უთანხმოების გამო.
გადაწყვეტილება 16 მაისიდან ყველა თამაშს ეხება.
ფედერაცია, ასევე ნაწილობრივ ვერ დააკმაყოფილებს კანონპროექტს, რომელიც სპორტული ღონისძიებების ტელევიზიით ჩვენების კოლექტიურ შეთანხმებებს ეხება.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობასთან სამი თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
ფედერაციის გამოთვლით, თამაშების გაჩერება შესაძლოა დაახლოებით 30 ათას მატჩს შეეხოს, მათ შორის, ესპანეთის თასს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფედერაცია მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები განაახლოს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2015 13:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics