ესპანეთის სამეფომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

news
ავტ.: news ივლისი 28, 2015 14:18

ესპანეთის სამეფომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

ესპანეთის სამეფოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დასრულდა. როგორც “თაიმერს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , 2015 წლის აპრილში ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ – კონგრესმა მოახდინა შეთანხმების ავტორიზაცია, რის შემდგომაც 27 მაისს მოხდა მისი რატიფიცირება სენატში. საბოლოოდ, რატიფიცირების პროცესი დასრულდა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის მიერ ივლისის შუა რიცხვებში ხელმოწერის დასმით, რაც ოფიციალურად ბრიუსელს28 ივლისს ეცნობა.
ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 24 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული.

news
ავტ.: news ივლისი 28, 2015 14:18

Google სტატისტიკა


5,063
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics