ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 14:16

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა

მნიშვნელოვანი

  • დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს 9 აპრილთან დაკავშირებით „აფხაზთა კრების“ ორგანიზაციების ინიციატივით შედგა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეხვედრა. როგორც ,, თაიმერს” შეხვედრის მონაწილეებმა განუცხადეს ისინი ითვალისიწინებენ და მიაჩნიათ, რომ:

სხვა სტატიები

დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს 9 აპრილთან დაკავშირებით „აფხაზთა კრების“ ორგანიზაციების ინიციატივით შედგა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეხვედრა. როგორც ,, თაიმერს” შეხვედრის მონაწილეებმა განუცხადეს ისინი ითვალისიწინებენ და მიაჩნიათ, რომ:
• ,, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მცოცავი ოკუპაციის პროცესი დღესაც გრძელდება;
• რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, კერძოდ კი უკრანაში, საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტესა და დამოუკიდებლობას;
• ქვეყნის შიგნით გააქტიურებული პრორუსული ძალები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის პროდასავლურ კურსს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას;
• გაზრდილი კრიმინალი საფრთხეს უქმნის თვითოეული მოქალაქეს;
• გაურესებული ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ლარის კურსის ვარდნამ გააღარიბა ქვეყნის მოსახლეობა, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შიგნით სტაბილურობას;
• საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ არაფერს არ აკეთებს ამ საფრთხეების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით;
• საქართველოს მთავრობა არ შეურთდა დასავლური სამყაროს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს;
• მთავრობის საგარეო პოლიტიკის შედეგად საქართველო აღარ ფიგურირებს დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ პრეტენზიათა სიაში;
• მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ შეამცირა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა
მივიჩნევთ, რომ უნდა მოხდეს ევრო-ატლანტიკური ფასეულობების მქონე ყველა ძალის გაერთიანება და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით:
• უნდა გადადგეს მთავრობა;
• დროებითმა მთავრობა შეიმუშავოს და განახორციელოს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა;
• განხორციელდეს საარჩევნო სისტემის რეფორმა და ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები”- ნათქვამია განცხადებაში.

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 14:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics