
კონტროლს მოქალაქეებზე საპატრულო პოლიცია მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს.
ფეხით მოსიარულეების მსგავსად, სანქციები შეეხებათ ავტომობილებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და მასში მსხდომ პირებსაც.
კანონის მიხედვით, თუ კერძო ავტომობილიდან მძღოლი ან რომელიმე მგზავრი ქუჩაში ნაგავს გადააგდებს, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება, სამარშრუტო ტაქსის შემთხვევაში კი ის პირი, რომელმაც გარემო დააბინძურა.
სანქციები მკაცრდება სხვა სახის ნაგვის გადაყრაზეც, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პირის მიერ გადაგდებული ნაგავი 2 კილოგრამს აღემატება, იზრდება საჯარიმო თანხაც.















