ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2457 ლარია

news
ავტ.: news ივლისი 7, 2015 16:54

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2457 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2457 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2457 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2465 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4635 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4777 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0142 ლარი შეადგინა.

news
ავტ.: news ივლისი 7, 2015 16:54