ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3429 ლარი გახდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 12, 2015 13:30

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3429 ლარი გახდა

lari-dolari-euroერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3429 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3429 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3338 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6142 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6178 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 12, 2015 13:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics